მთავარისაქართველოევროინტეგრაციის რეზოლუცია საქართველოს პარლამენტში ერთხმად მხარდაჭერილია

ევროინტეგრაციის რეზოლუცია საქართველოს პარლამენტში ერთხმად მხარდაჭერილია

ევროინტეგრაციის რეზოლუცია ის დოკუმენტია, რომლის მიმართაც საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტში საპარლამენტო ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის ასე უიშვიათესი და სრული თანხმობა შედგა.

ცამეტი პუნქტისგან შემდგარი რეზოლუცია, პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტმა შეიმუშავა. დოკუმენტში ასახულია მოწოდებები აღმასრულებელი ხელისუფლების და ევროპული სტრუქტურების მიმართ, რომ – “საქართველოს პარლამენტი აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწოდებს გააძლიეროს ძალისხმევა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებებით. პარლამენტი ასევე მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და ევროკავშირის ინსტიტუტებს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებისთვის ყველა საჭირო ნაბიჯი გადადგან“.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თქვეს, რომ დოკუმენტი სრულად ასახავს ქართველი ხალხის ნებას და მთავრობის სამოქმედო გეგმის დასახვისთვის აუცილებელ წინაპირობებს.

„ეს გახლავთ, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს პარლამენტის პოლიტიკური განაცხადი, სადაც კიდევ ერთხელ ხაზი ესმება იმას, თუ რას ამბობს ჩვენი კონსტიტუცია, რას ამბობს, მათ შორის, აქამდე მიღებული რეზოლუციები, რაც ამ პარლამენტშიც მივიღეთ და ამ კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც ახლა გვაქვს. ეს არის მოწოდება მთავრობის მიმართ, რომ მან განსაკუთრებული კონცენტრირება გააკეთოს იმ საკითხზე, რომ ასოცირების შეთანხმება შესრულდეს იმ ვადებში, რომელიც არის დათქმული და შესრულდეს იმ ეტაპებით, რომელიც იქ არის გაწერილი“, – განაცხადა თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

რეზოლუციის პროექტს მხარი ერთხმად დაუჭირეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა. აღნიშნეს, რომ რეზოლუციის შინაარსს ეთანხმებიან, თუმცა იმისათვის, რომ დოკუმენტი დოკუმენტად არ დარჩეს, საჭიროა კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რა დროს რისი გაკეთება უნდა მოხდეს და ამაზე საპარლამენტო კონტროლი უნდა განხორციელდეს. განსაკუთრებულ აქცენტს კი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულებებისა და რეფორმების განხორციელებაზე აკეთებენ.

„გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვქონდა ინიციატივა დაკონკრეტდეს მთავრობისადმი მიმართვა და კონკრეტული დღის წესრიგი ჰქონდეს მთავრობას, რომ ამ დაჩქარებულ ვითარებაში წინმსწრებად დაიწყოს რეფორმები, მთავრობას არ აქვს განახლებული ევროკავშირში გაწევრიანებასთან მიმართებაში სტრატეგიული კომუნიკაციის გეგმა და ორი წელია უკვე ვადა გაუვიდა ამ დოკუმენტს, ასევე მოვითხოვე ეს ჩაიწეროს. შესაბამისად, შენიშვნები მქონდა, როგორც მთავრობის მიმართ დავალებებზე, ასევე ჩვენი პარლამენტის წევრების როლზე კონკრეტული დღის წესრიგის შექმნასთან მიმართებით და იმავდროულად მნიშვნელოვანია მიმდინარეობდეს აქტიური კომუნიკაცია უკრაინა, საქართველო, მოლდოვას შორის, რადგან ამ სამ ქვეყანას აქვს განაცხადი გაკეთებული, ჩვენ ვართ ასოცირებული ტრიოს ფორმატში ასევე პარტნიორები. მიუხედავად იმისა, თუ რა წერია რეზოლუციაში, ეს არის ცალსახად პოლიტიკური აქტი და მიმაჩნია, რომ პოლიტიკურმა ძალები უნდა დაუჭირონ მხარი მას,”- განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ.

13 პუნქტისგან შემდგარი რეზოლუციის პროექტი პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტმა 1 მარტს გვიან ღამით გამოაქვეყნა. ეს არის იურიდიულად გამყარებული ოფიციალური პოლიტიკური განაცხადი, რომელიც საქართველოს ევროპულ კურსს ასახავს.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend