მთავარისაქართველოვინ არის მტერი და ვინ იქნება გამარჯვებული? - "ეისითის კვლევა"

ვინ არის მტერი და ვინ იქნება გამარჯვებული? – “ეისითის კვლევა”

 

 

No description available.„რუსეთი მტერია“ – ასე ფიქრობს „ეისითის“ მიერ საქართველოში გამოკითხული მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა – 84%.

ამ მოსაზრებას არ ეთანხმება რესპონდენტთა 11%. კვლევის მიზანი იყო გამოევლინა, როგორ ხედავენ ჩვენი თანამოქალაქეები ამ ომს, რა მოლოდინები აქვთ და რამდენად სოლიდარულები არიან ომში ჩართული მხარეების მიმართ. “ეისითის” თანახმად მოსახლეობა თითქმის ერთსულოვანია და თანხმდება რომ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმა რუსეთის მხრიდან სამხედრო დანაშაულია.

კვლევა ცხადყოფს, რომ ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი მაინც არ ელოდა რუსეთის მიერ ომის დაწყებას უკრაინის ტერიტორიაზე. 17% მოელოდა საომარ მოქმედებებს რუსეთის მიერ უკვე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ან მის შემოგარენში, ყოველი მესამე გამოკითხული კი ელოდა ომს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე და, მათ შორის, კიევშიც.

No description available.კითხვაზე როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინაში – 3 გამოკითხულიდან 2 რუსეთ-უკრაინის ომში გამარჯვებას უკრაინას უწინასწარმეტყველებს. 12%-ს პესიმისტური პროგნოზი აქვს და რუსეთის გამარჯვებას მოელის. ყოველი მეხუთე გამოკითხული დაბნეულია და არ იცის ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი. არიან ისეთებიც, ვინც თვლის, რომ ამ ომს გამარჯვებული არ ეყოლება.

კვლევის თანახმად რესპონდენტთა 88% უკრაინას გულშემატკივრობს და ომში მისი გამარჯვება უნდა. რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთის გამარჯვება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უკიდურესად მცირე რაოდენობას – 1%-ს სურს.

No description available.კვლევის მონაცემი ცხადყოფს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ დაწყებული ომი მოსახლეობისთვის აქტუალური და მტკივნეული თემაა. “ეისითის” თანახმად თითქმის ყველა გამოკითხული მიიჩნევს, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები საქართველოს სრულად ან ნაწილობრივ ეხება. ქვეყნის მოსახლეობის 87% თვლის, რომ „უკრაინის ომი ჩვენი ომიც არის“. 72% მოელის, რომ „თუ რუსეთი უკრაინაზე გაიმარჯვებს, შემდეგ საქართველოს ჯერი დადგება“.

No description available.გამოკითხულთა ნახევარი რუსეთის მხრიდან ნებისმიერ შემთხვევაში პრობლემებს მოელის. მათი აზრით, „იმის მიუხედავად, თუ როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინაში, რუსეთი შეიძლება მაინც შემოიჭრას საქართველოში“. მოსახლეობის ამ ნაწილისთვის რუსეთს არ სჭირდება საგანგებო მიზეზი ან ხელსაყრელი გარემო იმისთვის, რომ ქვეყანას ტანკებით მოადგეს.

“ეისითიმ” სატელეფონო კვლევა 2022 წლის 4-6 მარტს ჩაატარა და 809 რესპონდენტი გამოკითხა. შერჩევის ცდომილებამ 4.2% შეადგინა.

მაგდა მამაცაშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend