მთავარი ევროპა უკრაინა ხარკოვის საავადმყოფოში დაზარალებულთა ნაკადი არ წყდება

ხარკოვის საავადმყოფოში დაზარალებულთა ნაკადი არ წყდება

12 დღიანი საომარი მოქმედებების განმავლობაში უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქი ხარკოვი მნიშვნელოვნად დაზარალდა. ქალაქს რუსული ჯარი ყოველდღიურად, ინტენსიურად ბომბავს. საომარი მოქმედებების დაწყებიდან ხარკოვის გადაუდებელი დახმარების  საავადმყოფოში დაზარალებულთა ნაკადი არ წყდება. მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.

„სადღაც ახლოს აფეთქება იყო, ტალღამ  სამზარეულოში და ოთახში მთელი კედელი ჩამოანგრია, ფანჯრები ჩაიმტვრა“, – იხსენებს  ნიკოლა კლუშინი.

დიმიტრი სედორენკო საავადმყოფოში ცოლთან და შვილთან ერთად შეიყვანეს. ის ყვება, რომ რაკეტა ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსს ესროლეს.

„არ დამინახავს როგორ დაეცა  რაკეტა, მაგრამ ვფიქრობ, რომ მეოთხე სართულს მოხვდა, ჩვენს ქვემოთ. მაშინვე ყველაფერს ცეცხლი მოეკიდა და ნგრევა დაიწყო, კვამლი იყო და ცუდად ვხედავდი, შემდეგ კი იატაკი ჩაინგრა. მესამე სართულიდან ამოვძვერით. იქ მკვდარი ხალხი იყო, ჩვენ გაგვიმართლა რომ ცოცხლებმა გამოვაღწიეთ“ ,- ყვება ხარკოველი დიმიტრი სოდარენკო

ომის დაწყებამდე ხარკოვში მილიონ ნახევარი ადამიანი ცხოვრობდა. ექთანი ყვება, რომ საავადმყოფოში მედიკამენტების ნაკლებობაა.

„ლვოვის კავშირის, აერონავიგაციის, ჩვენი ტერიტორიული თავდაცვის და დნეპრელი მოხალისეების საერთო ძალისხმევით  დიდი რაოდენობით ჰუმანიტარული დახმარება მივიღეთ, თუმცა კატასტროფულად არ გვყოფნის,როგორც თავადაც ხედავთ“ – ამბობს მედდა.

რუსეთი უარყოფს მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვას და ბრალს ნაციონალისტურ დაჯგუფებებს სდებს.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend