მთავარიმსოფლიო8 მარტი: "გენდერული თანასწორობა დღე ხვალინდელი მდგრადობისთვის"

8 მარტი: “გენდერული თანასწორობა დღე ხვალინდელი მდგრადობისთვის”

8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღეა და წლევანდელი თემატიკაა –  “გენდერული თანასწორობა დღეს ხვალინდელი მდგრადობისთვის”.

“ევრონიუსისთვის” მიცემულ ინტერვიუში გლობალური ურთიერთობების საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ გამოკვეთა მთავარი მოთხოვნები მომავალში უფრო მეტი გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად.

გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე გლობალური ურთიერთობების საკითხებში – მელისა ფლემინგი – ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გოგონების განათლება. თუკი ყველა გოგონა სკოლაში ივლის, არამხოლოდ დაწყებით, არამედ  სკოლის სრულ პროგრამას გაივლის და ამის შემდეგ გოგონებს მიეცემათ უნივერსიტეტში ჩაბარების საშუალება, ეს იქნება მომავლის მყარი საფუძველი.

მელისა ფლემინგის განცხადებით, ბევრი გოგონა საერთოდ არ დადის სკოლაში და შესაბამისად, იზრდება მათ მიმართ ძალადობის საფრთხე, არსებობს უფრო დიდი ალბათობა, რომ მათ ნაადრევად გაათხოვებენ და ა.შ. იგი აღნიშნავს, რომ პოლიტიკა და კანონები დიდ განსხვავებას ქმნის. შესაბამისად, არსებობს ისეთი ქვეყნები, სადაც სამუშაო ადგილებზე კონკრეტული კვოტებია გამოყოფილი, რათა არ დაირღვეს გენდერული თანასწორობა. ხოლო სადაც სამართლიანობაა, იქ ქალები უფრო წარმატებულები არიან.

ქალთა საერთაშორისო დღე დღესასწაულია, რომელიც ქალების კულტურულ, პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ მიღწევებს აღნიშნავს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend