მთავარიევროპაუკრაინაომის მე - 12 დღე უკრაინაში

ომის მე – 12 დღე უკრაინაში

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ აუცილებელია რუსეთის ფედერაციას უფრო მკაცრი ეკონომიკური სანქციები დაუწესდეს.

უკრაინელი ლიდერი მსოფლიოს რუსული წარმოების პროდუქციის აკრძალვისკენაც მოუწოდებს.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით მნიშვნელოვანია, რუსული ნავთობის შესყიდვაზეც უარის თქმა. კიევი კვლავ ითხოვს უკრაინის ცის ჩაკეტვას და ქვეყნის არმიისათვის ანტი – საჰაერო და საჰაერო შეიარაღების მიწოდებას.

დააწესეთ სანქციები რუსულ პროდუქციაზე, აკრძალეთ რუსული ნავთობის იმპორტი. ეს მორალის საკითხია, ტერორისტებს ფული არ უნდა გადაუხადოთ. გამოუცხადეთ რუსულ ნაწარმს ბოიკოტი. მოსკოვს არ სურს ცივილიზებულად მოქცევა, შესაბამისად ცივილიზებულმა სამყარომ მოსკოვთან კავშირი უნდა გაწყვიტოს“, – ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ უკრაინაში რუსული ინტერვენცია არამხოლოდ უკრაინის, არამედ დასავლური სამყაროს წინააღმდეგ გამოცხადებული ომიცაა.

“ეს არ გახლავთ მხოლოდ უკრაინისა და უკრაინელების წინააღმდეგ წარმოებული ომი, ეს არის ომი, რომელიც გამოუცხადეს ჩვენს ფასეულობებს, ეს არის ომი დასავლეთის წინააღმდეგ, ომი ვაშინგტონის, ლონდონის, ბრიუსელის წინააღმდეგ. ყველას უნდა ესმოდეს რომ მოლაპარაკებებისას აუცილებელია ერთიანი პოზიციის დაჭერა“, – ამბობს პეტრო პოროშენკო.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანი ენტონი ბლინკენი ბალტიისპირეთს ეწვია, ამერიკელი მაღალჩინოსანი ამჟამად ლიეტუვაში იმყოფება, მისი თქმით, ალიანსი მზად არის წევრი სახელმწიფოების ტერიტორია დაიცვას.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო კი უკრაინის დედაქალაქთან კონცენტრირებული სამხედრო ტექნიკის ამსახველ ვიდეო მასალას აქვეყნებს, მოსკოვში აცხადებენ, რომ ეგრეთ წოდებული სპეციალური სამხედრო ოპერაცია უკრაინაში გრძელდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend