მთავარიევროპაუკრაინაკიეველებმა დედაქალაქთან ახლოს ბლოკპოსტი მოაწყვეს

კიეველებმა დედაქალაქთან ახლოს ბლოკპოსტი მოაწყვეს

კიეველები საკუთარ სახლებსა და ქუჩებს თავად იცავენ. შეიქმნა ტერიტორიული თავდაცვის ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც მოსახლეობაა გაწევრიანებული. ისინი კიევთან ახლოს მდებარე ბლოკპოსტს აკონტროლებენ.

„ძირითადად ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ახლოს ცხოვრობენ. ტერიტორიული თავდაცვა მოიაზრებს საცხოვრებელი ინფრასტრუქტურის დაცვას თავად მაცხოვრებლების ძალებით. ასე რომ ძირითადად, აქ ის ადამიანები არიან რომლებიც ამ კვარტლებში ცხოვრობენ, ამ სახლებში. ჩვენ თავად ვიცავთ თავს“, – ამბობს “ფაუსტი”, ეს მისი ფსევდონიმია.

ამავე ბლოკპოსტს იცავს თავად კიევის მერი, ვიტალი კლიჩკოც.

ახლა ბრძოლები მიდის ბუჩაში, ირპენში, გოსტომელში, ერთის თქმა ნამდვილად შემიძლია, რომ ჩვენ კიევიდან არსად წავალთ. თითოეული სახლისთვის, ქუჩისთვის, ბლოკპოსტისთვის ვიბრძოლებთ სიკვდილამდე, თუ ეს საჭირო იქნება. მოვკვდებით, მაგრამ ყველაზე მეტად დავიცავთ ჩვენს შვილებს, ჩვენს ოჯახებს” – აცხადებს კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო.

აქ ყველა იმას აკეთებს, რაც შეუძლია.

“ბევრი ჩემი მეგობარი საომრად წავიდა, ბევრმა თხოვა შეარაღებულ ძალებს ფრონტზე გაშვება. ჩვენი ჯარისკაცების დამსახურებით მე ჩემს ვალს ვასრულებ. ჩემი ქვეყნის სასიკეთოდ ვმუშაობ. ამიტომაც აქ ვარ და ამაყი ვარ ამით” -ამბობს კიეველი ნატალია ანტონოვსკაია

უკრაინის მასშტაბით მოქალაქეების მიერ კონტროლირებადი არაერთი ბლოკპოსტი მოქმედებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend