რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დღეს “აეროფლოტის” პილოტებთან და ბორტგამცილებლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ თუ უკრაინის ხელისუფლება განაგრძობს იმის კეთებას, რასაც ახლა აკეთებს, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება მისი სახელმწიფოებრიობა.
პუტინის თქმით, უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურა თითქმის განადგურდა, საჰაერო თავდაცვის ლიკვიდაცია კი პრაქტიკულად დასრულებულია. მან ასევე აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კონფლიქტში ნატოს ჩართვის შესაძლებლობა ახსენა, რუსეთის ატომური ძალები სპეციალურ რეჟიმზე გადავიდნენ.
“ახლა გვესმის, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ფრენისთვის აკრძალული ზონა უნდა შეიქმნას. ამის გაკეთება თვით უკრაინის ტერიტორიაზე შეუძლებელია. ეს შესაძლებელია მხოლოდ ზოგიერთი მეზობელი ქვეყნის ტერიტორიზე. მაგრამ ნებისმიერი ნაბიჯი ამ მიმართულებით ჩვენს მიერ განხილული იქნება როგორც იმ მხარის ჩართვა შეიარაღებულ კონფლიქტში, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ჩვენს სამხედრო გადაადგილებას. განვიხილავთ, მათ როგორც სამხედრო კონფლიქტის მონაწილეებად და არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ალიანსის თუ კავშირის წევრი იქნება ის”,- განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.