“რა არი შემდეგი რუსეთისთვის?! რუსეთის სახელმწიფოს დროშა სპორტულ ტურნირებზე აღარ იფრიალებს. თანამედროვე მსოფლიო კულტურა მათთვის დაიხურება. რუსული საქონელი მთელ მსოფლიოში მაღაზიების თაროებიდან ამოღებულია. რუსული ბანკები გათიშულია გლობალური სისტემიდან. რუსეთის მოქალაქეები კარგავენ დანაზოგებს, კარგავენ პერსპექტივას. რუსი დედები შვილებს კარგავენ მათთვის სრულიად უცხო ქვეყანაში. იფიქრეთ ამ რიცხვზე: დაახლოებით ექვსი ათასი დაღუპული რუსი ჯარისკაცი ექვსდღიანი ომის შემდეგ. და ეს გუშინდელი მსხვერპლის გარეშე. ექვსი ათასი. და რისთვის, რის მისაღებად? უკრაინის? ეს შეუძლებელია. ამის შეცვლა რაკეტებით, ტანკებით, ბომბებით შეუძლებელია. ჩვენ ჩვენს მშობლიურ მიწაზე ვართ. და ჩვენ წინააღმდეგ ომისთვის საერთაშორისო ტრიბუნალი გაიმართება.
უკრაინელებო! ჩვენ წინააღმდეგ ომის კიდევ ერთი ღამე გავიდა. მძიმე ღამე. ვიღაცამ ის ღამე მეტროში გაატარა – თავშესაფარში. ვიღაც სარდაფშია. ვისაც უფრო გაუმართლა სახლში ეძინა.
შვიდი ღამეა არ გვძინავს. ან გვძინავს, მაგრამ ძალიან ვშფოთავთ. ჩემო ძვირფასებო, დადგება დრო, როცა კარგად გამოვიძინებთ. მაგრამ ეს იქნება ომის შემდეგ. გამარჯვების შემდეგ. იმ მსოფლიოში, რომელიც ჩვენ გვჭირდება. რომელსაც ჩვენ ყოველთვის ვაფასებდით და რომლის მშვიდობა ჩვენ არასდროს დაგვირღვევია. ყველას გთხოვთ, იზრუნოთ თქვენს საყვარელ ადამიანებზე. იზრუნეთ თქვენს ძმებზე. აღფრთოვანებული ვარ თქვენით! მთელი მსოფლიო თქვენ გიყურებთ. დღეს თქვენ, უკრაინელები, დაუმარცხებლობის სიმბოლოდ იქეცით. სიმბოლო იმისა, რომ ნებისმიერ ქვეყანაში ნებისმიერ მომენტში ადამიანი შეიძლება გახდეს საუკეთესო დედამიწაზე. დიდება უკრაინას!” -აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტი.