მთავარისაქართველოევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივებზე პარლამენტში იმსჯელეს

ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივებზე პარლამენტში იმსჯელეს

უკრაინის ჰიმნისა და წუთიერი დუმინილის ფონზე საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი მარტის სხდომა გაიხსნა.

მთავარი განსახილველი საკითხები უკრაინაში მიმდინარე ომი და საქართველოსგან მხარდაჭერის გზები იყო. ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით, ცდილობენ თავიანთი საერთაშორისო კავშირები გამოიყენონ, რათა უკრაინასთან ერთად ევროკავშირში დაჩქარებული წესით საქართველოც გაწევრიანდეს.

ის, რომ საქართველო უნდა აყვეს გეოპოლიტიკურ მოცემულობას და დაჩქარებულად მოითხოვოს ევროკავშირში ინტეგრაცია, ამ მოსაზრებას “პოლიტიკურ კეკლუცობად” აღიქვამენ მმართველ პარტიაში. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ 2024 წლამდე საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს არ შეიტანს, რადგან ჩვენი ქვეყანა ამისთვის მზად არ არის. მისივე თქმით, უკრაინის შემთხვევა განსხვავებულია, რადგან იქ ომი მიმდინარეობს.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend