თბილისში, უკრაინის საელჩოსთან შეკრებილები ამბობენ, რომ 26 თებერვლის ღამე მათთვის განსაკუთრებით მძიმე იყო. კიევის დაბომბვის მოლოდინში ახლობლებზე ნერვიულობით მათ მთელი ღამე გაათენეს.
“დეიდაჩემი უკრაინაში ცხოვრობს. იგი ლოგინადაა ჩავარდნილი და სულ ტირის. ძალიან ვნერვიულობთ. ბიძაშვილს საერთოდ ვერ ვუკავშირდებით. არც კი ვიცით, ახლა სადაა”, გვითხრა ლენა ფენგლერმა.
დღეს, 27 თებერვალს თბილისში უკრაინის საელჩოს წინ ათობით საქართველოში მცხოვრები უკრაინელი შეიკრიბა. ამ გზით ისინი ცდილობენ, თანამემამულეების მიმართ სოლიდარობა გამოხატონ. შეკრებილებმა წამლები და საკვები პროდუქტი გაუგზავნეს მათ, ვისაც ახლა ეს ყველაზე მეტად სჭირდება.
“ომის დაწყების დღიდან ჩვენი ცხოვრება დრამატულად შეიცვალა. ამიტომ ვართ ახლა აქ. შევაგროვეთ და მოვიტანეთ წამლები მათთვის, ვისაც სამედიცინო დახმარება სჭირდება.”
”აქ იმიტომ მოვედი, რომ ჩემი მხარდაჭერა დავანახო უკრაინელ ხალხს. იქ ვერ მივდივარ, არადა ჩემი ოჯახი ახლა კიევსა დ ხერსონშია, რომელიც ძალიან ახლოსაა ყირიმთან. ახლა ისინი აალებულ ქალაქს ხედავენ. ვერც კი გეტყვით, რას ვგრძნობ, როცა მათ წერილებს ვკითხულობ.” ამბობს ვასია უტკინი.
“ მინდა რუს ხალხს მივმართო, ბევრიი მატგანი ფიქრობს, რომ პუტინს მშვიდობა მოაქვს, არავითარი მშვიდობა მას არ მოაქვს, მას მოქავს ომი, მას მოქავს ტკივილი , ყველა ოჯახში, ყველა ქვეყნაში, რომლებთან თითქოსდა მეგობრობს. პუტინმა საქართველოს იმდენი ტკივილი მოუტანა, იმდენი უბედურება დაატრიალა, ახლა იმავეს აკეთებს უკრაინაში” თქვა ტატიანა მაკაროვამ.
უკრაინელებთან ერთად აქ არაერთი ქართველიც მოვიდა, რომელთაც პროდუქტებით დატვირთული ამანათები დატოვეთ საელჩოს შენობის წინ.
ნინი დვალიშვილი