მთავარიამერიკაბრაზილიაბრაზილიაში მეწყერს 105 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ბრაზილიაში მეწყერს 105 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ბრაზილიაში ძლიერი წვიმის გამო გამოწვეულ მეწყერს 105 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქალაქ პეტროპოლისში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული. 35 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. მოქალაქეები, ამ დრომდე ცდილობენ დაკარგული ახლობლები იპოვონ. დაახლოებით 400 ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. 180 დაზარალებულმა კი, სკოლას შეაფარა თავი.

სტიქიური უბედურებების თავიდან აცილების გეგმა 2017 წელს იყო წარმოდგენილი, თუმცა გეგმის შესრულება ვერ მოხერხდა. ბრაზილიაში მსგავსი მეწყერი ბოლო ათწლეულში რამდენჯერმე მოხდა.

ხელისუფლება შეშფოთებულია, რადგან უახლოეს დღეებში სინოპტიკოსების პროგნოზით კვლავ მოსალოდნელია წვიმა.

პეტროპოლისი რიო-დე-ჟანეიროს შტატის ჩრდილოეთ ნაწილში, მთიან რეგიონში მდებარეობს, სადაც ძლიერი წვიმით გამოწვეული მეწყერები ხშირია.

ბუნებრივმა კატასტროფამ პეტროპოლისსა და მიმდებარე ქალაქებს ყველაზე დიდი ზიანი 2011 წელს მიაყენა, როდესაც მეწყერმა და წყალდიდობამ 900-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend