„თანასწორობის სკოლა“ – ასე ჰქვია პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდა ლიდერების შერჩევას, მათ გაძლიერებას, ინტენსიურ გადამზადებასა და ახალი უნარჩვევებით აღჭურვას. პირველი პროექტი „საქართველოს თანასწორობის ასოციაციის ორგანიზებით“ მიმდინარე წლის თებერვალში ბაკურიანში გაიმართება, სადაც მონაწილეობას სხვადსხვა უნივერსიტეტიდან შერჩეული 40-ი ახალგაზრდა მიიღებს. პროექტი მიმართულია საუნივერსიტეტო სივრცეში გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრისათვის სტუდენტების საჭირო ცოდნით უზრუნველყოფისაკენ.
ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში „საქართველოს თანასწორობის ასოციაციის“ თავმჯდომარემ, სტუდენტმა, ნინო შაქარაშვილმა ისაუბრა