მთავარიევროპაუკრაინაომის ზღვარზე: მარიუპოლის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ახალი ამბების მოსმენის ეშინიათ

ომის ზღვარზე: მარიუპოლის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ახალი ამბების მოსმენის ეშინიათ

მთელი მსოფლიო ბელარუსში რუსული ჯარების გადაადგილებას აკვირდება.

უკრაინის ხელისუფლება შეშფოთებულია აზოვის ზღვაში მიმდინარე სამხედრო წვრთნების გამო.

რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აზოვის ზღვისა და შავი ზღვის ნაწილები დაიბლოკება ნებისმიერი გადაადგილებისთვის,  მათ შორის კომერციული მიმოსვლისთვის, რათა რუსულმა საზღვაო ძალებმა  შეძლონ წვრთნების ჩატარება.

კიევში ამბობენ, რომ მათ აუცილებლად ექნებათ საპასუხო რეაქცია.

აზოვის ზღვა და შავი ზღვა უკრაინის ექსპორტისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი გზაა. ეს ერთგვარი საარსებო წყაროა მათთვის.

“ჩვენ ჯერჯერობით ისევ შეგვიძლია სუნთქვა. ვგულისხმობ, შეგვიძლია ვჭამოთ, მაგრამ არ გავმდიდრდებით”, – წუხს მეთევზე ანატოლი იურევიჩი.

73 წლის ანატოლი აზოვის ზღვაში 50 წელია თევზაობს. მას ჯერ არ უგრძვნია რუსეთთან დაძაბულობა რომ იზრდება, მაგრამ თუ რამე მოხდება და იმ წყლებში საფრთხე გაჩნდება, სადაც ის თევზაობს, მისთვის ყველაფერი გართულდება.

“სხვაგან სად წავიდეთ? სამუშაო ადგილები არ არის. ყველაფერი დახურულია. ზოგი ან მეწარმეა ან მიწაზე მუშაობს. ეს დასასრული იქნება”, – შიშობს ანატოლი.

აზოვის ზღვა საერთოა უკრაინასა და რუსეთისთვის.

ევრონიუსის ჟურნალისტი:

“მეზობელ ქვეყნებს შორის კონფლიქტი ყოველდღიურად მწვავდება. ზღვაში რუსული გემი უფრო მეტია, ვიდრე უკრაინული. ოფიციალური პირები ამბობენ, რომ რუსეთის ფლოტი ხშირად უახლოვდება ნაპირს. მომავალ კვირას რეგიონში სამხედრო წვრთნების შესახებ მიღებულმა გადაწყვეტილებამ დაპირისპირება კიდევ უფრო გაამწვავა. საპორტო ქალაქ მარიუპოლის მცხოვრებნი ამბობენ, რომ ქვეყნებს შორის არსებული დაძაბულობა აქ რეალურად არ იგრძნობა. რომ არა ჩვენ, მედია”.

ქალაქ მარიუპოლის მცხოვრებნი:

“ახალი ამბების ჩართვის გვეშინია, გვგონია კარზე ვიღაც დააკაკუნებს და სისხლი დაიღვრება“

“ხდება ისე, რომ მედია და ჟურნალისტები ყველაფერს აზვიადებენ. ჩვენ ზუსტი ინფორმაცია გვჭირდება, თუმცა, სამწუხაროდ, ამ დროისთვის მას არავინ გვაწვდის.”

მსოფლიო კი მოუთმენლად ელოდება, რა ზომებს მიიღებენ და რა მიმართულებით წავა საქმე, დეესკალაციისა და გრძელვადიანი მშვიდობისკენ თუ კონფლიქტისკენ, რომელიც ამ რეგიონს  და მთელ ევროპას – ხელახლა ჩამოაყალიბებს მომავალი თაობებისთვის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend