მთავარი გადაცემები კუბი მეტა ევროპაში ფეისბუკისა და ინსტაგრამის მუშაობის შეჩერებას არ გამორიცხავს

მეტა ევროპაში ფეისბუკისა და ინსტაგრამის მუშაობის შეჩერებას არ გამორიცხავს

სოციალური ქსელის მომხმარებლების დიდი ნაწილი შეშფოთებულია, რადგან კომპანია მეტამ შესაძლოა, ევროპაში ფეისბუკისა და ინსტაგრამის მუშაობა შეაჩეროს. საქმე ეხება მომხმარებლების მონაცემთა დაცვის შესახებ ახალ ევროპულ რეგულაციებს, რომლებიც კომპანია მეტას უფლებას არ აძლევს, გადაიტანოს, შეინახოს და დაამუშაოს ევროპელი მომხმარებლების მონაცემები ამერიკულ  სერვერებზე.

მეტა იმედოვნებს, რომ ევროპარლამენტი გადახედავს კანონმდებლობას და საბოლოო გადაწყვეტილებას 2022 წლის პირველ ნახევარში მიიღებს. ამ საკითხის შესახებ მოლაპარაკებები კი ევროკავშირის მარეგულირებელ ორგანოებსა და აშშ-ს შორის რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

ევროპარლამენტარი აქსელ ვოსი, რომელიც უსაფრთხოების კანონმდებლობაზე მუშაობდა, ტვიტერზე წერს, რომ მეტას უფლება არ აქვს, პირობები წაუყენოს ევროკავშირს, რომ მან უარი თქვას მონაცემთა დაცვის სტანდარტებზე. ევროპარლამენტარს მიაჩნია, რომ ევროპიდან გასვლა კომპანიისთვის უდიდესი დანაკარგი იქნება.

 

2020 წლის ივლისში ევროპის სასამართლომ მიიჩნია, რომ პერსონალური მონაცემების არსებული სისტემა ვერ უზრუნველყოფდა ევროპის ქვეყნების მოქალაქეების პირადი მონაცემების დაცვას. შედეგად, ამერიკულ კომპანიებს ევროპელ მომხმარებელთა მონაცემების აშშ-ში გადაგზავნაზე შეზღუდვები დაუწესდა.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend