მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფოელისაბედ მეორეს შემდეგ დედოფლის ტიტული მის რძალს კამილას გადაეცემა

ელისაბედ მეორეს შემდეგ დედოფლის ტიტული მის რძალს კამილას გადაეცემა

დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ მეორეს სამეფო ტახტზე ასვლიდან 70 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით დედოფალმა  განაცხადა, რომ მის შემდეგ დედოფლის ტიტული მისი შვილის, პრინც ჩარლზის ცოლს კამილას გადაეცემა. ელისაბედ მეორე სამეფო ტახტზე 1952 წელს, 25 წლის ასაკში ავიდა.

ელისაბედ მეორემ დედოფლის წოდება 70 წლის წინ მამამისის მეფე ჯორჯ მეექვსეს გარდაცვალების შემდეგ მიიღო. ამ ტიტულს იგი უფრო დიდხანს ფლობს ვიდრე ნებისმიერ სხვა მონარქი ბრიტანეთის ისტორიაში. წლისთავი დედოფალმა სენდრინგჰემის სასახლეში ვიწრო წრეში აღნიშნა. უფრო მასშტაბური ღონისძიებების გამართვა ივნისში, კარგ ამინდში იგეგმება. წლისთავთან დაკავშირებით ელისაბედ მეორემ განაცხადა, რომ მის შემდეგ დედოფლის ტიტულს მისი რძალი, პრინც ჩარლზის ცოლი კამილა მიიღებს. ჯერჯერობით უცნობია დათმობს თუ არა ელისაბედ მეორე მის სიცოცხლეშივე ტახტს. მისი მემკვიდრე 73 წლის უელსის პრინცი ჩარლზია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend