მთავარიdraft geoგიორგი აბურჯანიამ "ბენფიკას" გოლი გაუტანა

გიორგი აბურჯანიამ “ბენფიკას” გოლი გაუტანა

პორტუგალიის ჩემპიონატის მეოცე ტურში “ჟილ ვისენტემ” ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი, “ბენფიკა” 2:1 დაამარცხა. შეხვედრის ერთ-ერთი გოლი საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, გიორგი აბურჯანიამ გაიტანა. 27 წლის ფეხბურთელმა სტუმართა უპირატესობა 64-ე წუთზე განამტკიცა.

33 ქულით “ჟილ ვისენტე” პორტუგალიის ჩემპიონატში მეხუთე ადგილზეა და ევროტურნირების საგზურისთვის იბრძვის

გიორგი აბურჯანიამ მიმდინარე სეზონში 14 მატჩი გამართა, 2 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი გადაცემა გაიფორმა.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:45
spot_imgspot_img
Send this to a friend