სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად გამკაცრდა ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ რეალიზაცია, რის გამოც რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ის მოქალაქეები, რომელთა შინაური ცხოველებიც ასეთ პრეპარატებს საჭიროებენ. ამ საკითხზე პეტიციაც შეიქმნა, რომლის ავტორმა ლევან ცუცქირიძემ ისაუბრა ევრონიუს ჯორჯიას ეთერში.