მთავარისაქართველოპოლიციელის მიერ მოქალაქის ცემა აქტივისტებმა გააპროტესტეს

პოლიციელის მიერ მოქალაქის ცემა აქტივისტებმა გააპროტესტეს

„მწამებელი სისტემა“ – ამ ტრანსპარანტით  აქტივისტებმა „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისთან და შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან პოლიციელის მხრიდან ძალადობის სავარაუდო ფაქტი გააპროტესტეს.

24 იანვარს მედიასაშუალებებმა თბილისში, მეტროში პოლიციელის მიერ შშმ მოქალაქის ცემის ამსახველი კადრები გაავრცელეს.

შემთხვევას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მალევე გამოეხმაურა – გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ინსპექტორმა კადრებთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო.

შემთხვევა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც დაგმო.

„უწყებისთვის კატეგორიულად მიუღებელია პოლიციელის მხრიდან ნებისმიერი ძალადობრივი ქმედება, რომელიც შესაძლოა არღვევდეს ადამიანის უფლებებს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend