მთავარიdraft geoსტივენ ბერგუინის გამარჯვების დუბლი "ლესტერთან"

სტივენ ბერგუინის გამარჯვების დუბლი “ლესტერთან”

ინგლისის პრემიერლიგის მეჩვიდმეტე ტურის მატჩში “ტოტენჰემ ჰოთსპურსმა” “ლესტერ სიტი” 3:2 დაამარცხა. შეხვედრაში “მელიებმა” უპირატესობა 2-ჯერ მოიპოვეს თუმცა “ტოტენჰემმა” გამარჯვება მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაიფორმა.

“ლესტერიდან” თავი პატსონ დაკამ და ჯეიმს მედისონმა გამოიჩინეს, “ტოტენჰემიდან” პირველი გოლი ჰარი კეინმა გაიტანა, 95-ე და 97-ე წუთებზე კი გუნდს გამარჯვება სტივენ ბერგუინმა მოუტანა.

36 ქულით “ტოტენჰემი” ინგლისის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა, “ლესტერს” კი 25 ქულა აქვს და მეათე პოზიციას იკავებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend