მთავარიევროპაშვედეთიშვედეთი ბალტიის ზღვაში სამხედრო შენაერთების რაოდენობას ზრდის

შვედეთი ბალტიის ზღვაში სამხედრო შენაერთების რაოდენობას ზრდის

უკრაინის საკითხთან დაკავშირებით გრძელდება უთანხმოება რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის. ერთკვირიანი წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ შვედეთის მთავრობა ქვეყანაში სიდიდით მეორე კუნძულზე – გოტლანდზე სამხედრო შენაერთების რაოდენობას ზრდის. როგორც ცნობილია, კუნძული გოტლანდი სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილას, ბალტიის ზღვაში მდებარეობს.

დასავლეთის ქვეყნებსა და რუსეთს შორის მზარდი დაძაბულობის გამო შვედეთის მთავრობა სამხედროებით აძლიერებს კუნძულ გოტლანდს. კუნძულზე პროდუქტითა და მასალებით დატვირთული სატვირთო მანქანები გადაიყვანეს. შვედეთის არმიაში უკვე დაადასტურეს ერთი სამხედრო კოლონის შესვლა.

გოტლანდი შვედეთის უდიდესი კუნძულია, რომელიც სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილას, ბალტიის ზღვაში მდებარეობს და რომელსაც საჰაერო თავდაცვის სისტემა აქვს.

საჯარისო შენაერთები რუსეთსა და დასავლეთს შორის გამართული ერთკვირიანი წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ გადაადგილდებიან.  გასული კვირის მიწურულს კი უკრაინის რამდენიმე სამთავრობო ვებსაიტი კიბერშეტევის ობიექტი გახდა. უკრაინის მთავრობაში იციან, ვინ შეიძლება იდგეს თავდასხმის უკან.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანს – ალექსეი დანილოვს მიაჩნია, რომ ეს რუსი სპეციალისტების ჩადენილია, რადგან ნათლად ჩანს რუსეთის ხელწერა.

უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბულობამ გასული თვეების განმავლობაში მას შემდეგ იმატა, რაც რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან 100 000 ჯარისკაცი გაგზავნა. მოსკოვში ამბობენ, რომ უკრაინაში შეჭრას არ აპირებენ, თუმცა, ამავე დროს რუსეთმა არ გაითვალისწინა ვაშინგტონის მოთხოვნა ჯარების გაყვანასთან დაკავშირებით.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend