მთავარიევროპაბულგარეთიევროპულმა სასამართლომ ბულგარეთში ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით დასკვნა დადო

ევროპულმა სასამართლომ ბულგარეთში ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით დასკვნა დადო

ბულგარეთში თვალთვალითა და ფარული მიყურადებით მოპოვებული მონაცემები შესაბამისი დაცვის არარსებობის გამო შესაძლოა, ვინმემ  არამიზნობრივად გამოიყენოს. ეს არის ადამიანთა უფლებების ევროპული სასამართლოს დასკვნა იმ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც  10 წელზე მეტხანს მიმდინარეობდა. საქმე „ეკიმჯიევი და კაშამოვი ბულგარეთის წინააღმდეგ“ 2012 წელს მას შემდეგ დაიწყო, რაც 2000 წლიდან მოყოლებული ასობით საჩივარი დაიწერა.

ადვოკატი ალექსანდრ კაშამოვი ამბობს, რომ ბულგარეთის ისტორია სავსეა სხვადასხვა სკანდალით. 2001 წელს დაიდო პროკურატურის დასკვნა, გამომჟღავნდა  თვალთვალისა და ფარული მიყურადების 300 000-ზე მეტი ოპერაცია.  ეს ბულგარეთისთვის უპრეცედენტო რაოდენობაა. მისი თქმით, უკანონოდ უთვალთვალებდნენ ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებსა და სხვა საჯარო პირებს.

ხელოვნური ინტელექტის საშუალებითაც მარტივია  სამიზნე პირების პროფილის შედგენა.

ადვოკატი მიჰაილ ეკიმჯიევი ამბობს, რომ  მათ შეუძლიათ, დაადგინონ, რომ ამა თუ იმ ადამიანს არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია აქვს. ეს უკიდურესად მგრძნობიარე საკითხია, რომელიც, შესაძლოა უფრო სახიფათო იყოს, ვიდრე ფიზიკური საფრთხე.

ცვეტან ცვეტანოვი შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრია. მას არაერთხელ დასდეს ბრალი, რომ თავის პოლიტიკურ ოპონენტებს უთვალთვალებდა. ბულგარეთის სოციალისტური პარტიიდან გამოჩნდა ანონიმური მამხილებელი, რომლის ინფორმაციით,  თითქოს ცვეტანოვმა გამოიყენა სათვალთვალო მოწყობილობა. თუმცა სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ეს  დაუსაბუთებელი ბრალდება იყო. ყოფილი მინისტრი იხსენებს, რომ   ერთხელ მასაც უთვალთვალებდნენ. როდესაც მოტივის გაგებას შეეცადა, სასამართლოში განუცხადეს, რომ მასალები განადგურებული იყო. ცვეტან ცვეტანოვი აღნიშნავს, რომ წლების განმავლობაში სახელმწიფომ კიდევ უფრო გააძლიერა კონტროლი თვალთვალსა და ფარულ მიყურადებაზე.

სამართლის ექსპერტები ბულგარეთის ახალ მთავრობას მოუწოდებენ, სწრაფად გაატაროს სადავო კანონებთან დაკავშირებული რეფორმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend