თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებული მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომას ესწრება თავად ბრალდებული სააკაშვილიც. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ამავე საქმეზე ბრალდებულ პირებს – ელგუჯა ცომაიას, შალვა და ზურაბ წოწორიებს და გიორგი ნარიმანიძეს დაკითხავენ. მათ საკუთარი ბრალდების სისხლის სამართლის საქმის განხილვისას, რომელიც ცალკე წარმოებად მიმდინარეობს, ბრალი აღიარეს.
სასამართლო პროცესს ესწრებიან მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებიც, ძმა – გიორგი სააკაშვილი და დედა, გიული ალასანია, ასევე პოლიტიკოსები.
მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს – ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.