მთავარი ევროპა გაერთიანებული სამეფო ბორის ჯონსონმა ბოდიში მოიხადა

ბორის ჯონსონმა ბოდიში მოიხადა

ბორის ჯონსონმა გულწრფელი ბოდიში მოიხადა წვეულებასთან დაკავშირებული ინციდენტის გამო. როგორც კონსერვატორთა ლიდერმა აღნიშნა, მას ეგონა, რომ 2020 წლის 20 მაისს დაუნინგ-სტრიტის ბაღში საქმიანი შეხვედრა იმართებოდა. იგი წვეულებაზე მხოლოდ 25 წუთით იყო, შემდეგ კი თავის ოფისში დაბრუნდა. ღონისძიება ქვეყანაში დაწესებული მკაცრი კარანტინის დროს გაიმართა, რამაც ბევრი ადამიანის გაღიზიანება გამოიწვია.

ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ წვეულებასთან დაკავშირებით მას არასწორი ინფორმაცია ჰქონდა.  თუმცა დასძინა, რომ  პასუხისმგებლობას არ გაურბის.

პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ ამ ბაღს ხშირად  სამუშაო სივრცედ იყენებენ.  თუმცა აღიარებს, რომ ამ შემთხვევაში სხვანაირად უნდა მოქცეულიყო.

ოპოზიციის ლიდერს იგი კიერ სტარმარს მიაჩნია, რომ  ბოდიშს არანაირი სარგებელი არ მოაქვს. იგი აღნიშნავს, რომ ბორის ჯონსონი თვეების განმავლობაში იტყუებოდა და უარყოფდა ფაქტს.  ახლა კი გამართლების ყველანაირი საშუალება გამოელია. კიერ სტარმარი იმედს იტოვებს, რომ  ჯონსონი ამჯერად მაინც მოიქცევა ღირსეულად და გადადგება.

თუმცა ბორის ჯონსონს გადადგომაზე არაფერი უთქვამს. მან  განაცხადა, რომ ყველა დამოუკიდებელი გამოძიების შედეგებს უნდა დაელოდოს.

უმაღლესი სასამართლოს მოსამართლე კი აცხადებს, რომ ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით,  პერსონალური დაცვის აღჭურვილობის შესაძენად მომწოდებლებს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობდნენ, არაკანონიერი იყო. მთავრობამ 32 მილიარდი ნივთი შეიძინა, რაშიც 14 მილიარდი ფუნტი დაიხარჯა.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend