მთავარიმსოფლიოევროპაკორონავირუსი ევროპაში: შვეიცარია კარანტინის ხანგრძლივობას 5 დღემდე ამცირებს

კორონავირუსი ევროპაში: შვეიცარია კარანტინის ხანგრძლივობას 5 დღემდე ამცირებს

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ყოველდღიურად  დაახლოებით 400  ადამიანი იღუპება,  უკვე მეორე დღეა, რაც დღიური მაჩვენებელი 11 თვის განმავლობაში გამოვლენილ მაქსიმუმს აღწევს.

ოთხშაბათს 442 ადამიანი გარდაიცვალა, ეს 2021 წლის 24 თებერვლის შემდეგ რეკორდული რაოდენობაა.

ჯანმო მოუწოდებს მოქალაქეებს, არ მოდუნდნენ და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები.

„მიუხედავად იმისა, რომ Omicron დელტასგან განსხვავებით მსუბუქად მიმდინარეობს, ის მაინც სახიფათო ვირუსია, განსაკუთრებით მათთვის, ვინც არ არის ვაქცინირებული“, – ამბობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი.

​დანია გეგმავს, კორონავირუსის ვაქცინის მეოთხე დოზა შესთავაზოს  რისკჯგუფში შემავალ მოქალაქეებს, რადგან აქ ომიკრონის გავრცელების რეკორდული მაჩვენებლის გამოვლენას ელოდებიან.

თუმცა, ევროკავშირის წამლების მარეგულირებელი სააგენტო მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე მეოთხე დოზის საჭიროება არ  არის. სააგენტოს წარმომადგენელმა განაცხადა, ჯერჯერობით არ აქვთ ის მონაცემები, რომ  ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირონ.

შვეიცარია  კი საკარანტინო დროს ხუთ დღემდე ამცირებს, რადგან კოვიდინფექციების ტალღა საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეკონომიკას.

ახალი წესი  დღეიდან ამოქმედდება. მთავრობა გამართლებულად მიიჩნევს ამ ნაბიჯს, რადგან Omicron-ის გადადების პერიოდი, სხვა ვარიანტებისგან განსხვავებით, შემცირებულია.

საფრანგეთში კი  გაფიცვების შემდეგ სკოლები დაიხურა.

მასწავლებლები კოვიდრეგულაციების მუდმივი ცვლილებით იმედგაცრუებული არიან.

მათი თქმით, ტესტირებასა და იზოლაციასთან დაკავშირებული რეგულაციები ხელს უშლის გაკვეთილების ჩვეულ რეჟიმში ჩატარებას, ეს კი სწავლის დონეზეც აისახება.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend