მთავარი კუბი ფაქტების გადამმოწმებლების ღია წერილი YouTube-ს

ფაქტების გადამმოწმებლების ღია წერილი YouTube-ს

დაახლოებით 80-მა ორგანიზაციამ ხელი მოაწერა ერთობლივ წერილს, რომელიც გაეგზავნა იუთუბის აღმასრულებელ დირექტორს სიუზან ვოიჩიცკის. ფაქტების გადამმოწმებელ ორგანიზაციებს შორის არის ორი ქართული ორგანიზაციაც. ფაქტების გადამმოწმებლები წერილში აღნიშნავენ, რომ იუთუბი ერთ-ერთი ძირითადი ონლაინ პლატფორმაა, რომელზეც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვრცელდება დეზინფორმაცია.

ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ იუთუბი არასაკმარის ზომებს იღებს ამ პრობლემის გადასაჭრელად და მომხმარებლებს უფლებას აძლევს, მათი პლატფორმა მანიპულაციისა და ექსპლუატაციის იარაღად გამოიყენონ.  ორგანიზაციებს სურთ, რომ იუთუბმა შეიმუშაოს უფრო მკაცრი პოლიტიკა დეზინფორმაციის წინააღმდეგ,  კერძოდ, გააკონტროლოს ანტივაქსერული და არჩევნების შესახებ გამოქვეყნებული ყალბი ვიდეოები.

ფაქტების გადამმოწმებლები იუთუბს მოუწოდებენ, უზრუნველყონ გამჭვირვალობა, რაც გულისხმობს დaმოუკიდებელი კვლევების მხარდაჭერას, განმეორებითი დანაშაულის შემთხვევაში ზომების მიღებასა და არაინგლისურენოვანი მომხმარებლებისთვის ძალისხმევის გაორმაგებას.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend