მთავარიკუბიდელტაკრონი - არის თუ არა ის კორონავირუსის ახალი შტამი

დელტაკრონი – არის თუ არა ის კორონავირუსის ახალი შტამი

კვიპროსის უნივერსიტეტის ბიოლოგიურ მეცნიერებათა პროფესორმა ლეონდიოს კოსტრიკისმა განაცხადა, რომ მან აღმოაჩინა შტამი, რომელსაც „დელტაკრონი“ დაარქვა, რადგან ის დელტასა და ომიკრონის გენეტიკურ კოდს შეიცავს. როგორც საინფორმაციო სააგენტო „ბლუმბერგი“ აღნიშნავს, კვიპროსზე ამ შტამის 25 შემთხვევაა გამოვლენილი. მეცნიერის აზრით, ჯერჯერობით უცნობია, რამდენად გადამდებია კომბინირებული შტამი და რა ზიანის მოტანა შეუძლია მას ადამიანისთვის.

კვიპროსელ მეცნიერთა გუნდმა კომბინირებული შტამის შესახებ ინფორმაცია გაუგზავნა გლობალურ სამეცნიერო ინიციატივა „ჯისაიდს“, რომელიც მსოფლიოში კორონავირუსის ახალ ვარიანტებს აკვირდება. ჟურნალისტებმა და თავად კვიპროსელმა ვირუსულოგებმა  უკვე უწოდეს მას ახალი სინთეზური შტამი, თუმცა ექიმებისა და მეცნიერების გარკვეულ ნაწილს მიაჩნია, რომ ჯერჯერობით ნაადრევია ამ ტერმინის გამოყენება.  მიუხედავად ამისა, სოციალურ ქსელში სახელწოდება „დელტაკრონი“ უკვე დამკვიდრდა. ამ ტერმინის გამოჩენას მომხმარებლების სახუმარო კომენტარებიც მოჰყვა.

რამდენიმე უცხოელი მეცნიერი, რომლებმაც გააანალიზეს კვიპროსზე მომხდარი 25 შემთხვევა, აღნიშნავს, რომ ეს აღმოჩენა კი არა,  შესაძლოა, უბრალოდ ლაბორატორიაში არასწორი ანალიზის შედეგი იყოს. ლონდონის სამეფო კოლეჯის ვირუსოლოგი ტომ პიკოკი ამბობს, რომ „დელტაკრონი“  ლაბორატორიული დაბინძურების შედეგია და ის არ ჯგუფდება კორონავირუსის გენეტიკურ ოჯახში.

ახალი შტამის აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია უნდა დაადასტუროს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, რომელსაც ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend