მთავარიევროპასერბეთისერბული ქალაქი ნოვი-სადი ევროპის წლის კულტურულ დედაქალაქად დასახელდა

სერბული ქალაქი ნოვი-სადი ევროპის წლის კულტურულ დედაქალაქად დასახელდა

„ახალი ხიდებისთვის“ – ამ სლოგანით წარდგა სერბული ქალაქი ნოვი-სადი, როდესაც ევროპის წლის კულტურული დედაქალაქის სტატუსი მიიღო. ქალაქი სავსეა ისტორიული ნაგებობებითა და ხიდებით, რომლებიც ღამით ლამაზად არის განათებული.

„ოთხი ხიდის პროგრამის ფარგლებში მოთხრობილია ნოვი-სადისა და ევროპის ისტორია. საუბარი მიდის იდენტობებზე და ასევ თანამედროვე ევროპულ გამოწვევებზე. ნოვი სადის კულტურულ სფეროში ასეთი მასშტაბის ინვესტიცია ბოლო 50 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა“, – თქვა ონდ „ნოვი-სადი 2022“-ის ხელმძღვანელმა ნემანია მილენკოვიჩიფმა.

კულტურული დედაქალაქის სტატუსის ფარგლებში ქალაქის ინდუსტრიული კომპლექსები საგამოფენო დარბაზებად, სამხატვრო სტუდიებად და თეატრალურ სცენებად გადაკეთდა. კლასიკური მუსიკის კონცერტები კი ნოვი სადის მთავარ საკონცერტო დარბაზში გაიმართება. ქალაქს მსოფლიოში ცნობილი მევიოლინე სტეფან მილენკოვიჩიც ესტუმრა.

„აქ ჩემი ოჯახის გამო ვარ. ასევე მსურს რომ მონაწილეობა მივიღო სერბეთის კლასიკური მუსიკის ცხოვრებაში. აქ ფენომენალური კრეატიული კლიმატია“, – მიიჩნევს მევიოლინე სტეფან მილენკოვიჩი.

ღონისძიებების ორგანიზატორები იწვევენ დამოუკიდებელ ხელოვანებსა და კულტურულ გაერთიანებებს მონაწილეობა მიიღონ ნოვი სადის ტრანსფორმაციაში. 2022 წელს ქალაქში გაიმართება ფესტივალები, გამოფენები, თეატრის წარმოდგენები. მთავარი თემები იქნება ევროპის მომავალი, მიგრაცია, ქალების ხელოვნება და მშვიდობა.

ახალ პროგრამაში ოთხი ათასზე მეტი ხელოვანი მიიღებს მონაწილეობას. ნოვი-სადში ათას ხუთასზე მეტი ღონისძიების გამართვა იგეგმება, რაც სავარაუდოდ ქალაქის ტურისტულ სექტორს პანდემიის შემდეგ კვლავ გამოაცოცხლებს.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend