მთავარი მსოფლიო ეგვიპტე 18 წელი წითელ ზღვაზე მომხდარი ავიაკატასტროფიდან

18 წელი წითელ ზღვაზე მომხდარი ავიაკატასტროფიდან

შარმ-ელ-შეიხში მომხდარი ავიაკატასტროფიდან 18 წლის შემდეგ, როგორც იქნა, ერთ ეჭვმიტანილს მიაკვლიეს. ის ეგვიპტური ავიაკომპანია „ფლეშ ეარლაინსის“ ყოფილი უფროსი მოჰამედ ნურია. 2004 წლის 3 იანვარს ბოინგი 737 აფრენიდან 3 წუთში ჩავარდა წითელ ზღვაში, დაიღუპა 148 მგზავრი.  გამოძიება დაიწყო, თუმცა  არასაკმარისი სამხილების გამო საქმე მალე დაიხურა. დაღუპულთა ოჯახების მიზანდასახულობითა და მათ მიერ დაქირავებული ექსპერტების დახმარებით,  2007 წელს გამოქვეყნდა დასკვნა, რომლის საფუძველზე 2019 წელს,  სასამართლოს გადაწყვეტილებით, ახალი გამოძიება დაიწყო.

ერთ-ერთი დაღუპულის ოჯახის წევრი დეივიდ ფუშარდი ამბობს, რომ 18 წელია, არაფერი შეცვლილა. ისინი მარტო აღმოჩნდნენ ამ ტრაგედიის პირისპირ. როგორც იგი აღნიშნავს, თვითმფრინავს მართავდა პილოტი, რომელიც არ იყო ბოლომდე გაწვრთნილი და არც შესაბამისი გამოცდილება ჰქონდა.  არც ეკიპაჟის წევრებს შეეძლოთ, მიეთითებინათ პილოტისთვის, რომ შეცდომებს უშვებდა. დეივიდ ფუშარდის თქმით, დაირღვა ავიაციის უსაფრთხოების წესები, რადგან თვითმფრინავი გაუმართავი იყო, ეკიპაჟის ყველა წევრი კი – გადაღლილი.

ამ საბრალდებო დასკვნის საფუძველზე დაღუპულთა ოჯახის წევრებს იმედი აქვთ, რომ სასამართლო პროცესი გაიმართება და ტრაგედიაზე პასუხისმგებელი პირი დაისჯება.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend