მთავარიკუბიWashington Post - კაპიტოლიუმზე თავდასხმა ფეისბუკში გავრცელებულმა დეზინფორმაციამ და აგრესიამ გამოიწვია

Washington Post – კაპიტოლიუმზე თავდასხმა ფეისბუკში გავრცელებულმა დეზინფორმაციამ და აგრესიამ გამოიწვია

„ვოშინგტონ პოსტმა“ და „პროპუბლიკამ“ ერთობლივი გამოძიების შემდეგ განაცხადეს, რომ სოციალური ქსელების გიგანტმა მეტამ გადამწყვეტი როლი ითამაშა ტყუილის გავრცელებაში. ამ დეზინფორმაციამ 2021 წლის 6 იანვარს აშშ-ის კაპიტოლიუმზე თავდასხმა გამოიწვია.

გამოცემების „ვოშინგტონ პოსტისა“ და „პროპუბლიკას“  ერთობლივმა გამოძიებამ გამოაშკარავა ფეისბუკჯგუფები, რომლებიც ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების დღიდან 2021 წლის 6 იანვრამდე  სულ უფრო ძლიერდებოდა. მათი კამპანია კაპიტოლიუმზე თავდასხმით დასრულდა. ამ პერიოდის განმავლობაში ვრცელდებოდა ასიათასობით დეზინფორმაცია და  აგრესიული კომენტარი ტრამპის მხარდამჭერების მხრიდან, რომლებიც აცხადებდნენ, რომ არჩევნები გააყალბეს და ჯო ბაიდენს გამარჯვება არ მოუპოვებია.

იმისათვის, რომ „ვონშგინტონ პოსტსა“ და „პროპუბლიკას“ დაეთვალა ბაიდენის მისამართით გამოქვეყნებული აგრესიული კომენტარები, მათ შეაგროვეს 10 000-მდე ჯგუფი, ასევე მოიპოვეს მეტაინფორმაცია და დეზინფორმაციის შემსწავლელი ფირმა „ქოუნტერ ექშენის“ მონაცემები, გამარტივების მიზნით კი ხელოვნური ინტელექტი გამოიყენეს.

ხელოვნურმა ინტელექტმა  ასეთ ჯგუფებში არჩევნების დღიდან 6 იანვრამდე აღმოაჩინა 18 მილიონი პოსტი, რომლებშიც გამოყენებული იყო ისეთი ფრაზები და სიტყვები, როგორებიცაა: „ხმის მოპარვა“, „ქურდები“ „დასჯა“ და სხვა.  აღსანიშნავია, რომ ეს პოსტები საჯარო ჯგუფებს ეკუთვნით.  დახურულ ჯგუფებში კი ამ შინაარსის უამრავი პოსტია, რომლებზე წვდომა მხოლოდ მეტას აქვს, კომპანია კი ამ ინფორმაციას არ ასაჯაროებს.

ასევე გამოძიების თანახმად, ტრამპის მხარდამჭერთა ჯგუფებში გაერთიანდნენ თეთრი რასის უპირატესობის მხარდამჭერები, ექსტრემისტები, რადიკალურად განწყობილი მემარჯვენეები, სხვადასხვა კონსპირაციული თეორიის მხარდამჭერები. სწორედ ამის გამო მომრავლდა  ისეთი პოსტების რაოდენობა, რომლებითაც მოსახლეობას ფიზიკური ძალადობისკენ მოუწოდებდნენ. ისინი დემოკრატებისა და  იმ რესპუბლიკელების სიკვდილით დასჯას ითხოვდნენ, რომლებიც ტრამპის მეორე ვადით არჩევის წინააღმდეგ გამოდიოდნენ.

მედიის გამოძიების თანახმად, ფეისბუკის ხელმძღვანელობა ცდილობს, შეამციროს თავისი როლი ძალადობის წახალისებაში, ამასთან, თავს არიდებს, ჩაატაროს ყოვლისმომცველი შიდაგამოძიება. კომპანიას ჯერ კიდევ არ წარუდგენია კონგრესისთვის ინფორმაცია, რომელიც 6 იანვრის მოვლენებს უკავშირდება.  გამოძიებამ დაადგინა, რომ ფეისბუკის, ანუ კომპანია მეტას მცდელობა, არეგულიროს კონტენტი, არაეფექტიანი აღმოჩნდა. მისი რეაგირება იმდენად დაგვიანებული იყო, რომ  აგრესიისა და სიძულვილის ტალღის შეჩერება შეუძლებელი გახდა.

კომპანია მეტას წარმომადგენლების განცხადებით,  ფეისბუკს 6 იანვარს მომხდარ შტურმთან დაკავშირებით ბრალი არ მიუძღვის და ეს თავიდან ბოლომდე ტრამპის მხარდამჭერებისა და თავად დონალდ  ტრამპის პასუხისმგებლობაა. ყოფილი პრეზიდენტი თავის ამომრჩევლებს სწორედ  6 იანვარს კაპიტოლიუმის შენობის მახლობლად მიმართავდა, რომ არჩევნები გააყალბეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend