მთავარიაზიაჩინეთიჩინეთი მოსკოვსა და ვაშინგტონს ბირთვული შეიარაღების შემცირებისკენ მოუწოდებს

ჩინეთი მოსკოვსა და ვაშინგტონს ბირთვული შეიარაღების შემცირებისკენ მოუწოდებს

ჩინეთში განაცხადეს, რომ გააგრძელებენ ბირთვული არსენალის მოდერნიზაციას საიმედოობისა და უსაფრთხოების მიზნით, მოსკოვსა და ვაშინგტონს კი მათი ბირთვული შეიარაღების მარაგის შემცირებისკენ მოუწოდეს. პეკინიდან განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც გაეროს 5-მა მუდმივმა წევრმა ქვეყანამ პირობა დადო, რომ არ დაუშვებენ ბირთვული შეიარაღების გავრცელებას.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეიარაღების კონტროლის დეპარტამენტის გენერალური დირექტორის ფუ კონგის განცხადებით, თუკი ორი ბირთვული ზესახელმწიფო გააგრძელებს შეიარაღების შემცირებას და ორივე ჩინეთის დონემდე ჩამოვა, ისინი შეუერთდებიან რუსეთისა და ამერიკის მოლაპარაკებებს. ამისათვის კი საჭიროა, რომ ქვეყნებმა ეტაპობრივად შეამცირონ თავიანთი ბირთვული შეიარაღება და ჩამოვიდნენ როგორც ჩინეთის, ისე საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის დონეზე.

ვაშინგტონი რეგულარულად ადანაშაულებს პეკინს ბირთვული შეიარაღების გაზრდის გამო, თუმცა ჩინური მხარე ამ ბრალდებას უარყოფს.

ფუ კონგი ამბობს, რომ შეერთებული შტატების ოფიციალური პირების ბრალდებები, რომლებიც ბირთვული შეიარაღების გაზრდას უკავშირდება, სიმართლეს არ შეესაბამება. მისი თქმით, ჩინეთის ბირთვული შესაძლებლობები იმ მინიმალურ დონეზეა, რომელიც მათი ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფადაა საჭირო.

სტოკჰოლმის სამშვიდობო საკითხების კვლევითი ინსტიტუტის ინფორმაციით,  2021 წლის იანვარში შეერთებულ შტატებს 5550 ერთეული ბირთვული შეიარაღება ჰქონდა, ხოლო ჩინეთს – 350.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend