მთავარიამერიკააშშნაფიცმა მსაჯულებმა ელიზაბეტ ჰოლმსი დამნაშავედ ცნეს

ნაფიცმა მსაჯულებმა ელიზაბეტ ჰოლმსი დამნაშავედ ცნეს

თერანოსის“ ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს ელიზაბეტ ჰოლმსს  თაღლითობისა და შეთქმულების გამო წაყენებულ ოთხ ბრალდებაზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს. ამ გადაწყვეტილებით დასრულდა კალიფორნიის შტატში მიმდინარე ხანგრძლივი სასამართლო პროცესი.

ნაფიცმა მსაჯულებმა იგი დამნაშავედ არ ცნეს დამატებით 3 ბრალდებაში, თუმცა სხვა ბრალდებებთან დაკავშირებით სრული თანხმობა იყო. ჰოლმსს ახლა თითოეულ დანაშაულზე 20-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

ელიზაბეტ ჰოლმსი უარყოფს ყველა ბრალდებას. იგი სასამართლო დარბაზში არ დაუკავებიათ. ასევე ჯერჯერობით უცნობია განაჩენის გამოტანის ზუსტი თარიღი. როგორც ცნობილია, კიდევ ერთი მოსმენა მომავალ კვირას გაიმართება.

როგორც პროკურორები აღნიშნავენ, ჰოლმსი მიზანმიმართულად ატყუებდა ინვესტორებს, რომ ჰქონდა ისეთი ტექნოლოგია, რომლის დახმარებითაც სისხლის რამდენიმე წვეთის გამოყენებით დიაგნოზის დასმა იყო შესაძლებელი.

კომპანია „თერანოსი“, რომლის ღირებულება ერთ დროს 9 მილიარდ დოლარს შეადგენდა, „სილიკონ ველის“ ერთ-ერთი ცნობილი კომპანია იყო. კომპანია მსოფლიოს ჯანდაცვის ინდუსტრიის ახლებურად გარდაქმნას ჰპირდებოდა, თუმცა 2015 წელს „ვოლ სტრიტ ჯურნალის“ მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების შედეგად გაირკვა, რომ  ტესტირების ეს ტექნოლოგია თაღლითობა იყო.

ამ სკანდალის შემდეგ კომპანია „თერანოსმა“ მუშაობა ოფიციალურად 2018 წელს შეაჩერა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend