მთავარიევროპაგერმანიაგერმანიაში კანაფის ლეგალიზაციისათვის ემზადებიან

გერმანიაში კანაფის ლეგალიზაციისათვის ემზადებიან

გერმანიის ახლადარჩეული კოალიციური მთავრობა მარიხუანის ლეგალიზაციას გეგმავს. კანონმდებლობის მომზადებას მოუთმენლად ელიან სტარტაპებისა და კომპანიების წარმომადგენლები. მათი თქმით, ამ გადაწყვეტილების შედეგად დასაქმდება უამრავი ადამიანი, ხოლო ქვეყნის ბიუჯეტი გაიზრდება. კრიტიკოსების თქმით, კი ლეგალიზაცია ორგანიზებული დანაშაულის მატებას გამოიწვევს.

დრეზდენის ცხოველთა ყოფილ სასაკლაოზე ახლა კანაფის მცენარეებს ზრდიან. სტარტაპი „დემეკანიკანაფისგან სამედიცინო მარიხუანის პროდუქტებს ლეგალურად ამზადებს. გერმანიაში ჯერჯერობით სულ სამი კომპანიაა, რომელსაც მთავრობამ ამ ნივთიერების წარმოების უფლება მისცა.

„მომავალ წელს ჩვენი დაწესებულება ერთი ტონა გამშრალი კანაფის ფქვილს აწარმოებს“, – ამბობს კომპანიის დირექტორი კონსტანტინ ფონ დერ გრობენი.

გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ სამედიცინო მარიხუანა ლეგალური 2016 წელს გახადა. ქვეყნის ახალ პოლიტიკურ კოალიციას კი ამ მხრივ უფრო თამამი ნაბიჯის გადადგმა სურს. ისინი კანაფის ლეგალიზაციას რეკრეაციული მიზნებისთვის გეგმავენ. პროდუქტი ზრდასრულებისთვის ავტორიზებულ მაღაზიებში გაიყიდება. კანონმდებლობის ცვლილებას გერმანული სტარტაპები მოუთმენლად ელიან.

„მომავალში უამრავი სტარტაპი და კომპანია დაარსდება. მთელი ინდუსტრია აყვავდება. გასავითარებელია ლოჯისტიკა, მიტანის სერვისი, მომსახურეობა და დასაზუსტებელია რეგულირების საკითხები. შეიქმნება ბევრი სამუშაო ადგილი, ხოლო მთავრობა გადასახადებით მეტ ფულს აიღებს. წინ დიდი კონკურენცია გველის. ჯანსაღი კონკურენცია კი ძალიან კარგია“, – მიიჩნევს „სენიტი გრუპის“ თანადამფუძნებელი ფინ ჰანსელი.

ლეგალიზაციის გეგმას მოწინააღდეგეებიც ჰყავს. კონსერვატორები ახალგაზრდების ბედზე ნერვიულობენ. საკითხს კრიტიკულად სამართალდამცველებიც უყურებენ. ადამიანები შიშობენ, რომ ორგანიზებული დანაშაულის წევრები ახლა მარიხუანას უფრო იაფად გაყიდიან, ან უფრო სახიფათო ნარკოტიკებს გაავრცელებენ.“

„პოლიტიკოსებს სურთ კანაფი ლეგალური გახადონ, როგორც სხვა ნარკოტიკები, როგორიცაა ნიკოტინი და ალკოჰოლი. როგორც პოლიციელი, ამასთან დაკავშირებით ჩემი ეჭვები მაქვს. ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება საზოგადოებაზე დიდ გავლენას იქონიებს. ჩვენ სავარაუდოდ ბევრი საქმე დაგვემატება“, – შიშობს გერმანიის პოლიციის პროფკავშირის ვიცე-პრეზიდენტი იორგ რადეკი.

კრიტიკოსების თქმით, ნიდერლანდების მაგალითი გვიჩვენებს, რომ ლეგალიზაცია შეიძლება საუკეთესო არჩევანი არ იყოს. ნარკოტიკებთან დაკავშირებული კრიმინალური შემთხვევების ზრდის გამო ქვეყანაში კანონმდებლობის გამკაცრება იგეგმება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend