მთავარი COVID-19 შეზღუდვები გერმანიასა და ავსტრიაში

შეზღუდვები გერმანიასა და ავსტრიაში

გერმანია კორონავირუსის მეხუთე ტალღის წინაშეა, შედეგად კერძო შეკრებებზე 10 პირზე მეტის თავშეყრა აიკრძალება. ახალი წლისთვის დაიხურება ღამის კლუბები. 28 დეკემბრიდან ხალხმრავალი შეკრებებიც აკრძალულია, მაგალითად, ფეხბურთის მატჩები გულშემატკივრების გარეშე გაიმართება. აუცრელებისთვის მოქმედებს შეზღუდვები. 2 იანვრიდან კი  დიდი ბრიტანეთიდან ტურისტები ვეღარ შეძლებენ გერმანიაში შემოსვლას.

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი კარლ ლაუტერბახი მოქალაქეებს მოუწოდებს, ახალი წლისთვის გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე, რომ არ გაჩნდეს დაინფიცირების ახალი წყაროები. იგი საზოგადოებას ახალი წლის დღესასწაულის ვიწრო წრეში აღნიშვნას ურჩევს,  რათა საფრთხე არ შეუქმნან ერთმანეთს. ლაუტერბახი ამბობს, რომ ახალი შემთხვევების მაღალმა რაოდენობამ შესაძლოა, ქვეყანაში ვითარება გაართულოს.

ავსტრიაში ე.წ. 2G საშვის მქონე პირთათვის კარანტინი 12 დეკემბერს გაუქმდა. 2G საშვი შეუძლია აიღოს იმ მოქალაქემ,  რომელიც აცრილია ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.

დირიჟორი დანიელ ბარენბოიმი ამბობს, რომ მათ ძალიან გაუმართლათ, რადგან კონცერტს 1000 ადამიანი მაინც დაესწრება. მისთვის სასიამოვნოა, რომ 92 ქვეყნიდან უყურებენ და უსმენენ. დანიელი აღნიშნავს, რომ ისინი, როგორც წესი, აუდიტორიის წინაშე ასრულებენ ნაწარმოებებს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ასეთ რთულ დროს ეს შესაძლებლობა მიეცათ.

ვენაში კი გასულ უქმეებზე ქუჩაში ათასობით ადამიანი გამოვიდა. მათ სავალდებულო ვაქცინაცია და კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტეს.

უახლესი

სხვა ამბები

გერმანიაგერმანია

Send this to a friend