მთავარიმსოფლიობიზნესის წლიური მიმოხილვა: კეთილდღეობა პანდემიის ტალღის მიმოქცევას მიჰყვება

ბიზნესის წლიური მიმოხილვა: კეთილდღეობა პანდემიის ტალღის მიმოქცევას მიჰყვება

ივლისში ევროკავშირმა კოვიდ-19-ის პასპორტები შემოიღო, რათა მოგზაურობის საშუალება მიეცათ იმ ხალხისთვის, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით სრულად აიცრა, ვირუსი გადაიტანა  PCR ტესტის უარყოფითი პასუხი მიიღო.

ამ გზით ევროკავშირის ქვეყნებმა ზაფხულის ტურისტული სეზონის გადარჩენა  და მოგზაურობის წახალისება სცადეს. ტურისტული სექტორი პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა ძლიერ დააზარალა.

შედეგად ჩვენ ყველამ, სავარაუდოდ, ბოლო ექვს თვეში გაცილებით მეტი ვიმოგზაურეთ, ვიდრე 2020-ში. მაგრამ საკითხავია, რამდენად შევძლებთ მოგზაურობას მომავალ წელს?

გასულ წელს ყველაზე გულისამაჩუყებელი სცენებს მაშინ ნახავდით, როდესაც ამერიკამ თითქმის 20-თვით ჩაკეტილი საზღვარი გახსნა და ოჯახის წვერები და მეგობრები ისევ შეხვდნენ ერთმანეთს. 2020 წლის დასაწყისიდან მოქალაქეებს 33 ქვეყნიდან, მათ შორის ევროკავშირიდან, ამერიკაში ჩასვლა ეკრძალებოდათ.

ლორენს ტესონი, საფრანგეთის მოქალაქე:

„ეს ნამდვილი სასჯელი იყო, უამრავი რამე გამოვტოვე. ვერ დავესწარი შვილიშვილის დაბადებას და ვერც სხვა შვილიშვილებს ვხედავდი, მენატრებოდნენ ჩემი ვაჟები.“

მოგზაური პარიზიდან, რომელიც მერილენდში ოჯახის სანახავად ჩავიდა:

„უკვე წელიწად-ნახევარზე მეტი გავიდა, რაც ისინი ბოლოს მოვინახულე. სამწუხაროდ, ოჯახის ზოგიერთი წევრი გარდაიცვალა. ჩვენთვის ნამდვილი სიხარულია, რომ ისევ შეგვიძლია აქ ჩამოსვლა და ოჯახის  მონახულება.“

2020 წელს კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამა ჩატარდა იმ იმედით, რომ ისევ ნორმალურ ცხოვრება დავუბრუნდებოდით.

მოგზაურობა აღდგა, საზღვრები გაიხსნა და ეკონომიკა თანდათან ფეხზე წამოდგა. ეკონომიკური ზრდა შთამბეჭდავი იყო, ხალხიც და ბიზნესიც სწრაფად ცდილობდა კოვიდ-19-ის კოშმარის დავიწყებას.

მაგრამ გამოჩნდა „დელტა“ ვარიანტი, რომელმაც აიძულა ქვეყნები, საზღვრები ისევ დაეხურათ. „ომიკრონის“ გამოჩენამ კი ახალი შეზღუდვების დაწესება  და მოგზაურობის აკრძალვა დააჩქარა. ამან საზოგადოებას განწყობა გაუფუჭა.

ავსტრია იყო პირველი ქვეყანა დასავლეთ ევროპაში, რომელმაც კოვიდ-19-ის გამო ისევ საყოველთაო კარანტინი დააწესა.

იოჰანეს ფუჩსი, ვაჭარი:

„მხოლოდ ერთი კვირით გავიხსენით,  მერე სამი კვირა ისევ კარანტინი იყო. ამან, რა თქმა უნდა, წლიურ ბრუნვაზე უარყოფითად იმოქმედა, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი რიგზე იქნება.“

ბუნდოვანების ფაქტორმა განსაკუთრებით საცალო სექტორი  დააზარალა. მსოფლიოს მასშტაბით ბიზნესის სექტორი იმედოვნებს, რომ მომავალ წელს უფრო სტაბილური გარემო იქნება – მაგრამ ეს ისევ და ისევ დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად შევძლებთ პანდემიის შეკავებას.

ავტორი: საშა ვაკულინა

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend