მთავარიმსოფლიო2021 - პანდემიასთან ბრძოლის ძლიერი და სუსტი მხარეები

2021 – პანდემიასთან ბრძოლის ძლიერი და სუსტი მხარეები

2021 წლის იანვარში პირველი პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით. ევროპის უმეტეს ნაწილში კარანტინი მოქმედებს. თუმცა დამაიმედებელი ინფორმაციაა ევროპის წამლის სააგენტოდან, რომელმაც „ფაიზერის“, „მოდერნასა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინები დაამტკიცა. პირველ რიგში, უნდა აცრილიყვნენ ჯანდაცვის მუშაკები, რისკჯგუფში შემავალი ადამიანები და ხანში შესულები. თუმცა ევროკავშირში ვაქცინაციის კამპანია ხარვეზებით დაიწყო, შეფერხება წარმოიქმნა მიწოდების ქსელშიც.

დელტა ვარიანტი, რომელიც პირველად ინდოეთში 2020 წლის ბოლოს გამოჩნდა, ქვეყანას მეორე მომაკვდინებელი ტალღით ემუქრება. საავადმყოფოები გადატვირთულია, ქვეყანაში ჟანგბადის ბალონების დეფიციტია. დელტა ვარიანტი კორონავირუსის თავდაპირველ ვარიანტზე უფრო გადამდებია, შესაბამისად, მსოფლიოშიც უფრო სწრაფად ვრცელდება.

ივნისში ევროპის პარლამენტმა დაამტკიცა კორონავირუსის ციფრული სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ პირი აცრილია, გადატანილი აქვს კორონავირუსი ან ტესტის უარყოფითი პასუხი აქვს. დროთა განმავლობაში ევროპის ქვეყნებმა მიიღეს ჯანმრთელობის დამადასტურებელი ე.წ. კოვიდსაშვი, რომლის წარდგენა მოქალაქეებს გარკვეულ ადგილებში შესასვლელად მოეთხოვებათ.

ევროპის ქალაქებში ათიათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა. ისინი ე.წ. კოვიდსაშვებსა და ვაქცინაციას აპროტესტებენ. ვაქცინაციის საწინააღმდეგო მოძრაობას ერთი მხრივ  მთავრობების მიმართ უნდობლობა განაპირობებს, მეორე მხრივ კი კონსპირაციული თეორიები, რომლებსაც ულტრამემრჯვენე ორგანიზაციები ავრცელებენ.

მთელს ევროპაში შეზღუდვები თანდათან მსუბუქდება. დიდი ბრიტანეთი ივლისში ე.წ. თავისუფლების დღეს აღნიშნავს. საზოგადოების განწყობაც უმჯობესდება.

აგვისტოს ბოლოს კი ევროკავშირის ზრდასრული მოსახლეობის 70 პროცენტი უკვე სრულადა იყო ვაქცინირებული.

ურსულა ფონ დერ ლაიენი,  ევროკომისიის პრეზიდენტი:

„პანდემია არ დასრულებულა, ამიტომ ჯერ კიდევ ფხიზლად უნდა ვიყოთ. პირველ რიგში, უნდა ავცრათ რაც შეიძლება მეტი ევროპელი, რათა თავიდან ავიცილოთ გავრცელების მორიგი ტალღა და შევაჩეროთ ახალი ვარიანტები.“

შემოდგომაზე ევროპა კვლავ პანდემიის ეპიცენტრი ხდება. ევროპის აღმოსავლეთ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელია, მნიშვნელოვნად იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა. გერმანიაში და ავსტრიაშიც არასახარბიელო მდგომარეობაა. ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში ძირითადად აუცრელი ადამიანები ხვდებიან.

სამხრეთ აფრიკაში გამოჩნდა ომიკრონი, კორონავირუსის მუტირებული და, სავარაუდოდ, უფრო სახიფათო ვარიანტი. პრეზიდენტ სირილ რამაფოსას მიაჩნია, რომ ამან საზოგადოება უნდა გამოფახიზლოს, რათა შეწყდეს ვაქცინების უსამართლო განაწილება.

როგორც ჩანს, არსებული ვაქცინები ომიკრონის წინააღმდეგ გარკვეულ დაცვას უზრუნველყოფს, თუმცა ახალი ვაქცინა, რომელიც ამ შტამზე იქნება მორგებული, 2022 წლის გაზაფხულისთვის იქნება საჭირო.

ავტორი: ლენა როშე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend