მთავარიევროპარუსეთიალექსეი ნავალნის ტერორიზმში სდებენ ბრალს

ალექსეი ნავალნის ტერორიზმში სდებენ ბრალს

რუსული პოლიტიკური ოპოზიციის დაპატიმრებული ლიდერი ალექსეი ნავალნი სასამართლოს წინაშე წარსდგა. საქმე ალექსეი ნავალნის საპყრობილის ადმინისტრაციის მიერ პოტენციურ ტერორისტად შეფასებას ეხებოდა.

“მე თან ვატარებ სპეციალურ ნიშანს, იქნება ეს ქურთუკი თუ პატიმრის ტანსაცმელი, ან თუნდაც მაისური. ეს ნიშანი კი სპეციალურად არის მონიშნული, რათა ყველამ ნახოს რომ მე მიდრეკილი ვარ ექსტრემისტული და ტერორისტული დანაშაულის ჩადენისაკენ“ – თქვა ალექსეი ნავალნიმ.

რუსი პოლიტიკოსი ტერორიზმში თავად რუსეთის ფედერაციის უშიშროების სამსახურს ადანაშაულებს.

“რატომ უნდა მეძინოს ნიშნის ქვეშ რომელზეც წერია, რომ ტერორისტი ვარ? მე ხომ არავინ ამიფეთქებია, მძევლები არ ამიყვანია, არაფერი მსგავსი ჩამიდენია და არც ვაპირებ. თუ საქმე ჩემს ტერორისტულ საქმიანობასთან კავშირს ეხება, სწორედ მე ვიყავი უშიშროების სამსახურის მხრიდან ტერორისტული თავდასხმის მსხვერპლი, მათ ჩემი მოკვლა სცადეს, გესმით?“ – განაცხადა ალექსეი ნავალნიმ.

სასამართლოს გადაწყვეტილებით ამ საქმესთან დაკავშირებით მომდევნო სხდომა 17 იანვარს გაიმართება.

ამავე დროს ალექსეი ნავალნის კიდევ 5 თანამებრძოლი დააკავეს, მის სახელთან დაკავშირებული მთელი რიგი ორგანიზაციები კი დახურეს.

ალექსეი ნავალნის ორ წელიწადნახევრიანი სასჯელი აქვს მისჯილი, ბრალად კი ფულის გაფლანგვა ედებოდა. ალექსეი ნავალნი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან მკურნალობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებისას დააკავეს, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ქვეყნის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მისი მკვლელობის მცდელობაში სდებს ბრალს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend