მთავარიკუბიTikTok-ი 2021 წლის ყველაზე პოპულარული პლატფორმა გახდა

TikTok-ი 2021 წლის ყველაზე პოპულარული პლატფორმა გახდა

ტექნოლოგიური კოპმანია „ქლაუდფლერის“ ინფორმაციით, რომელიც ინტერნეტაქტივობას აკვირდება,  მოკლე ვიდეოების პლატფორმა ტიკ-ტოკმა პირველად გადაუსწრო გუგლსა და ფეისბუკს და გახდა ყველაზე პოპულარული მიმართულება ინტერნეტში.

რეიტინგის შედგენის დროს „ქლაუდფლერმა“ გაითვალისწინა როგორც ოფიციალურ ვებგვერდზე შესვლის, ასევე აპლიკაციის ან სერვისის გამოყენების შემთხვევები. ტიკ-ტოკი რეიტინგში პირველ ადგილას 2021 წლის თებერვალში იყო, ხოლო აგვისტოდან მოყოლებული თითქმის ყოველთვის ლიდერის პოზიციებს იკავებდა. სულ რაღაც ერთი წლის წინ ტიკ-ტოკი ამ რეიტინგში მეშვიდე ადგილზე იყო.

ასე გამოიყურება იმ ვებგვერდების რეიტინგი, რომლებსაც 2021 წელს ყველაზე ხშირად სტუმრობდნენ:

  1. TikTok.com
  2.  Google.com
  3. Facebook.com
  4. Microsoft.com
  5. Apple.com
  6. Amazon.com
  7. Netflix.com
  8. YouTube.com
  9. Twitter.com
  10. WhatsApp.com

ქლაუდფლერი“ აღნიშნავს, რომ მიუხედავად რეიტინგისა, კომპანია მეტას პლატფორმა ფეისბუკს, როგორც სოციალური ქსელს, მაინც ყველაზე ხშირად იყენებენ. 2021 წლის მონაცემებით, ფეისბუკს 2,9 მილიარდი აქტიური მომხმარებელი ჰყავს.

ამავე დროს, „ქლაუდფლერის“ ინფორმაციით, ტიკ-ტოკზე მილიარდზე მეტი აქტიური მომხმარებელია, მათ დიდ ნაწილს ბავშვები და მოზარდები შეადგენენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend