მთავარიევროპაბელგიაბრიუსელის ავიახაზების თანამშრომლები სამუშაო გრაფიკისა და დაბალი ანაზღაურების გამო გაიფიცნენ

ბრიუსელის ავიახაზების თანამშრომლები სამუშაო გრაფიკისა და დაბალი ანაზღაურების გამო გაიფიცნენ

მადრიდი, გეტებორგი, თელ-ავივი – ეს იმ 57 ქალაქის მცირე ჩამონათვალია, სადაც ბრიუსელის აეროპორტიდან ფრენები გაუქმდა. კომპანიის ხელმძღვანელობასთან თვეების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის გამო ბრიუსელის ავიახაზების თანამშრომლები აცხადებენ, რომ გაფიცვა ერთადერთი გამოსავალი იყო.

თვითმფრინავის კაპიტანი ბერტ არტსი  ამბობს, რომ ბრიუსელის ავიახაზები თანამშრომლების კეთილ ნებაზე მუშაობს და ეს არ არის ჯანსაღი მიდგომა.

ეკიპაჟის წევრები აცხადებენ, რომ მათ ზედმეტად ამუშავებენ, თუმცა  შესაბამის ანაზღაურებას არ აძლევენ. კომპანიაში არაორგანიზებული მუშაობაა, რაც იმას ნიშნავს, რომ თანამშრომლებს თავიანთ პირად ცხოვრებაში გეგმების წინასწარ დასახვის შესაძლებლობა არ აქვთ.

ბორტგამცილებელი კლაუდია ამბობს, რომ ეს როგორც ფიზიკური, ისე  მენტალური თვალსაზრისით არის ძნელი, რადგან უფრო მეტს ამუშავებენ და ცოტას ასვენებენ. როდესაც თანამშრომლები გადაღლაზე იწყებენ საუბარს,  ხელმძღვანელობას რეაქცია არ აქვს.  ასე უკვე დიდი ხანია გრძელდება.

როგორც წესი, წინასაშობაოდ ბრიუსელის ავიახაზების მოსაცდელი სივრცე ხალხითაა სავსე, თუმცა ახლა მგზავრები წინასწარ გააფრთხილეს, რომ გაფიცვის გამო ფრენები გაუქმდა.

მიუხედავად იმისა, რომ გაფიცვა არც  თანამშრომლებს სურდათ, ეს ერთადერთი გამოსავალი იყო იმისა, რომ ყურადღება მიექციათ.

ბერტ არტსი ამბობს, რომ ბაზარზე არ სურთ, შესაბამისად გადაუხადონ, შესაბამისად, ყველაფერი ამ სფეროში დასაქმებულების ხარჯზე ხდება.

კორონავირუსის გამო ისედაც დაზარალებული  ბრიუსელის ავიახაზების წარმომადგენლები მომხმარებლებს ბოდიშს უხდიან. ისინი ამბობენ, რომ მზად არიან თანამშრომლებთან კონსტრუქციული დიალოგისთვის.  ბოლო ინფორმაციით, გაფიცვის შედეგად კომპანიამ დამატებით 700 000 ევრო იზარალა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend