მთავარისპორტიმაქს ვერსტაპენი ფორმულა 1-ის ჩემპიონია

მაქს ვერსტაპენი ფორმულა 1-ის ჩემპიონია

მაქს ვერსტაპენი ფორმულა 1-ის ჩემპიონია. ნიდერლანდელმა ავტომრბოლელმა აბუ-დაბის გადამწყვეტი გრანპრი მოიგო და საერთო ჩათვლაში ლუის ჰემილტონს აჯობა.

ჰემილტონი ბოლო წრემდე უპირატესობას ფლობდა, თუმცა გადამწყვეტ დროს მაქს ვერსტაპენმა მეტოქე ჩამოიცილა და ფორმულა 1-ის ჩემპიონის ტიტული პირველად მოიპოვა.

„ძალიან ვნერვიულობდი, ვიცოდი რომ საქმე ჩემპიონობას ეხებოდა. ემოციური რბოლა იყო, მეგონა რომ ვმარცხდებოდი. ყოველთვის ვიცოდი, რომ ლუის ჰემილტონი შესანიშნავი ავტომრბოლელია, მაგრამ მის წინააღმდეგ ასეთი რბოლის შანსი არ მქონია. იმედია, რომ ჩვენი დაპირისპირება კიდევ რამდენიმე სეზონის განმავლობაში გაგრძელდება,” – ამბობს მაქს ვერსტაპენი.

ლუის ჰემილტონს სეზონი 7-ჯერ აქვს მოგებული, გამარჯვების შემთხვევაში ბრიტანელი მიხაელ შუმახერის რეკორდს მოხსნიდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend