მთავარიევროპაგერმანიაოლაფ შოლცი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერად დაამტკიცეს

ოლაფ შოლცი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერად დაამტკიცეს

ოლაფ შოლცი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერად აირჩიეს. სოციალ – დემოკრატიული პარტიის ლიდერის, ევროკავშირის უდიდესი ეკონომიკის პატრონი სახელმწიფოს ლიდერად არჩევამ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ისტორიაში ახალ ერას ჩაუყარა საფუძველი.

შოლცის მთავრობის უპირველესი მიზანი კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაა.

სოციალ – დემოკრატებისა, მწვანეთა პარტიისა და თავისუფალი დემოკრატების კოალიციური მთავრობა ქვეყნის მოდერნიზაციასაც ისახავს მიზნად.

ოლაფ შოლცის ბუნდესტაგის მიერ არჩევის შემდეგ, ის კანცლერად ქვეყნის პრეზიდენტმა, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა დანიშნა. ანგელა მერკელმა კი ახალი კანცლერს წარმატებები უსურვა.

მე ჯერ კიდევ არ მქონია შესაძლებლობა ბატონი შოლცისათვის კანცლერად დანიშვნა პირადად მიმელოცა, ვინაიდან მე ბუნდესტაგის წევრი აღარ ვარ, გამომდინარე აქედან სწორედ ამ ღონისძიებას გამოვიყენებ ახალი კანცლერისათვის პოსტზე დანიშვნის მისალოცად. გილოცავთ პატივცემულო კანცლერო, ძვირფასო ოლაფ შოლც. მე პირადი გამოცდილებით ვიცი, რომ კანცლერად დანიშვნა ამაღელვებელი მომენტია. ეს საკმაოდ საინტერესო და ამავე დროს გამოწვევებით აღსავსე სამსახურია. მე მთელი გულით გისურვებთ წარმატებებს თქვენ და ჩვენს სახელმწიფოს“,  – ასე მიმართა ახალ კანცლერს გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ანგელა მერკელმა.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ფრან ვალტერ შტაინმაიერმა მთავრობის ახალი კაბინეტიც დაამტკიცა.

„გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სახელით და კონსტიტუციის მეორე პარაგრაფის 63 -ე მუხლის თანახმად მე ბატონ ოლაფ შოლცს, ფედერალურ კანცლერად ვამტკიცებ“, –  ფრან ვალტერ შტაინმაიერი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი.

ოლაფ შოლცი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის რიგით მეცხრე კანცლერია. ბუნდესტაგში ახალი კანცლერის არჩევას 395 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend