მთავარიმსოფლიოევროპაშეზღუდვები და პროტესტი ევროპაში

შეზღუდვები და პროტესტი ევროპაში

მიმდინარე კვირას რამდენიმე ქვეყანაში ახალი კოვიდსაწინააღმდეგო რეგულაციები ამოქმედდება, აუცრელი პირებისთვის დაწესდება მოგზაურობასთან დაკავშირებული შეზღუდვები და კარანტინი.

5 დეკემბრიდან ირლანდიაში ჩამოსული ყველა მგზავრისთვის სავალდებულო იქნება კორონავირუსის ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა. დამატებით ტესტირება პირმა ქვეყანაში შესვლის შემდეგაც უნდა ჩაიტაროს. ქვეყანაში დაიხურა ღამის კლუბებიც. ეს შეზღუდვები  ახალი ომიკრონის ვარიანტის გავრცელების გამო დაწესდა.

შვეიცარიაში მოგზაურებს კარანტინის გავლა აღარ მოუწევთ. თუმცა აუცილებელია, ქვეყანაში შესვლის წინ ტესტი გაიკეთონ. 6 დეკემბრიდან გარკვეულ ადგილებში სავალდებულო ხდება კოვიდსერტიფიკატის წარდგენა და პირბადის ტარება.

ამავდროულად, 7 დეკემბრიდან ყველა იმ პირმა, რომელთაც დიდ ბრიტანეთში სურთ შესვლა, კორონავირუსის ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა წარადგინოს. მათ განმეორებითი ტესტი ვიზიტის მეორე დღესაც უნდა გაიკეთონ  და იყვნენ თვითიზოლაციაში, სანამ ტესტის უარყოფით პასუხს არ მიიღებენ. საფრანგეთში კი დღეს გაიმართება შეხვედრა, რომელზეც დამატებითი შეზღუდვების დაწესებაზე იმსჯელებენ.

თუმცა ყველა არ არის შეზღუდვების მომხრე. კვირას დანიაში საპროტესტო აქციები გაიმართა. ასობით მომიტინგე კოპენჰაგენის ქუჩებში გამოვიდა დაწესებული შეზღუდვების გასაპროტესტებლად. მთავრობის გადაწყვეტილებით, პირბადის ტარება ისევ სავალდებულოა გარკვეულ ადგილებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში. დანიაში ვაქცინაციას 5-დან 11 წლამდე ბავშვებსაც სთავაზობენ.

ბელგიის დედაქალაქში კი პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა ათასობით მომიტინგის წინააღმდეგ. ისინი ევროკავშირის შტაბ-ბინისკენ მიემართებოდნენ, თუმცა მათ ხელი სპეცრაზმმა შეუშალა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend