მთავარიევროპასაბერძნეთირომის პაპი ფრანცისკე კუძნულ ლესბოსზე მიგრანტებს შეხვდა

რომის პაპი ფრანცისკე კუძნულ ლესბოსზე მიგრანტებს შეხვდა

რომის პაპი ფრანცისკე კვირას საბერძნეთის კუნძულ ლესბოსს ეწვია, რათა თანაგრძნობა გამოეხატა იმ მიგრანტებისთვის, რომლებიც ლტოლვილთა ბანაკებში არიან განთავსებული. მან გააკრიტიკა ევროპა დევნილთა და მიგრანტებთან დაკავშირებული გულგრილობის გამო, რომელსაც ისინი ისედაც რთულ ვითარებაში მყოფი პირების მიმართ იჩენენ.

ბანაკში მისვლისას ფრანცისკემ ბარიკადებთან პირბადის გარეშე ჩაიარა,  მიესალმა იქ მყოფთ და მათთან ერთად ფოტოებიც გადაიღო.

რომის პაპი ფრანცისკე სთხოვს თითოეულ ადამიანს, დაძლიონ შიში. მისი აზრით, გაუმართლებელია ამ საკითხებისადმი ცინიკური დამოკიდებულება და უგულებელყოფა, რადგან ეს მიდგომა სასიკვდილოდ წირავს ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს. ფრანცისკე მოუწოდებს ევროპას, ნუ დახუჭავს თვალს და სთხოვს, სწორად შეაფასოს  რეალობა. ყველამ უნდა აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა და გაიაზროს, რომ  მიგრაციასთან დაკავშირებული პრობლემა არ არის ის ტვირთი, რომელიც მხოლოდ სხვამ უნდა ზიდოს.

მსგავსი ბანაკები, რომლებსაც ევროკავშირი აფინანსებს, უკვე მოწყობილია საბერძნეთის სამ სხვა კუნძულზეც – სამოსზე, ლეროსსა და კოსზე.

ერთ-ერთ მიგრანტს ენის კიაკუს, რომელიც კონგოდან არის, მიაჩნია, რომ რომის პაპის ვიზიტი მათთვის ღვთის წყალობაა. როგორც თავად ამბობს,  მიგრანტებს აქ ბევრი პრობლემა აქვთ. ენისი თავს  დაუცველად გრძნობს, მას არანაირი დოკუმენტაცია არ აქვს, კუნძულ ლესბოსზე იგი ოჯახთან ერთად არის, თუმცა ყურადღებას არავინ აქცევს.

5 წლის განმავლობაში ეს ფრანცისკეს მეორე ვიზიტი იყო ლესბოსზე. მან დანანებით აღნიშნა, რომ 2016 წლის შემდეგ, როდესაც კუნძულ ლესბოსზე უამრავი მიგრანტი ჩამოვიდა, ბევრი არაფერი შეცვლილა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend