მთავარიმსოფლიო„არტეკინოს“ ონლიანფესტივალზე მაყურებელს ფილმების ნახვა უფასოდ შეეძლება

„არტეკინოს“ ონლიანფესტივალზე მაყურებელს ფილმების ნახვა უფასოდ შეეძლება

„არტეკინოს“  წლევანდელ ფესტივალზე, რომელიც ონლაინ იმართება,  რამდენიმე შთამბეჭდავი ფილმი იქნება წარმოდგენილი. ღონისძიებას ევროკავშირი აფინანსებს. მაყურებელს შესაძლებლობა აქვს, უფასოდ ნახოს ახალგაზრდა ევროპელი რეჟისორების ფილმები, რომლებშიც ევროპელებისთვის აქტუალური საკითხები და პრობლემებია ასახული.

დეკემბერი პრემიერების თვეა, თუმცა ფესტივალზე წარმოდგენილ ფილმებს კინოთეატრებში  არ აჩვენებენ, მათი ნახვა მაყურებელს მხოლოდ  ფესტივალზე შეუძლია.

ამ საკითხთან დაკავშირებით ევრონიუსს ფესტივალის უნგრელი პარტნიორის პრესსპიკერი ესაუბრა.

ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი აკოს პაულო-ვარგა აღნიშნავს,  რომ, რადგან ფესტივალზე წარმოდგენილი ფილმები განსაკუთრებული, ინოვაციური და უჩვეულოა,  დისტრიბუტორები მათ გაშვებას  ერიდებიან. მეორე მხრივ, მათ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მისი თქმით, 12 ფილმს ახლა უკვე „ა კატეგორიის“ ფილმის ფესტივალზე წარადგენენ.

ერთ-ერთი ფილმი, სახელწოდებით „ოაზისი“, სერბი რეჟისორის ნაშუშევარია. ფილმი ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტების ცხოვრებას ასახავს.

კიდევ ერთი ფილმი, რომელმაც საზოგადოების მოწონება დაიმსახურა, მაშა კონდაკოვას „შიდაბრძოლაა“, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შესახებ მოგვითხრობს.

ფესტივალი  „არტეკინო“ წლის ბოლომდე გაგრძელდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend