მთავარიაზიასირიათურქული ლირის გაუფასურება სირიის ეკონომიკაზე უარყოფით გავლენას ახდენს

თურქული ლირის გაუფასურება სირიის ეკონომიკაზე უარყოფით გავლენას ახდენს

თურქული ლირა გაუფასურებას განაგრძობს, გასულ კვირას თურქეთის ეროვნული ვალუტის მსყიდველობითი ღირებულება კიდევ 20%-ით შემცირდა.

თურქეთის ეროვნული ვალუტის რყევები აისახა იმ ქვეყნების ეკონომიკაზეც, სადაც თურქული ლირა მთავარი ვალუტაა, მაგალითად, ჩრდილო-დასავლეთ სირიაში.

სირიის მოსახლეობისთვის საკვები პროდუქტები უფრო და უფრო ძვირდება და კიდევ უფრო მეტი ადამიანი მომდევნო დღეს გაზრდილი ვალით ხვდება.

„ჩვენ ოპტიმისტურად ვიყავით განწყობილი, რომ თურქული ლირა სჯობდა სირიულ ვალუტას, რადგან მისი კურსი სტაბილური იყო. მას შემდეგ, რაც თურქული ვალუტა მივიღეთ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ თითქოს არც ვსარგებლობთ ამ ვალუტით. თურქული ლირა ამჟამად სტაბილური არ არის; ამან უარყოფითად იმოქმედა საარსებო წყაროებსა და ვაჭრობაზე. ახლა რეგიონში სტაგნაციაა“,- აცხადებს მუსტაფა აბუ-ემადი – ქალაქ იდლიბის მკვიდრი.

გაეროს მონაცემებით, სირიაში მოსახლეობის 97% უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. ფასების ზრდამ კიდევ უფრო მეტი პრობლემა შეუქმნა როგორც მოვაჭრეებს, ასევე მყიდველებს.

ანალიტიკოსების აზრით, მიუხედავად იმისა, რომ სირიაში ძირითადად თურქული საქონელია პრიორიტეტული, იმპორტისთვის დოლარია საჭირო, რაც იწვევს სირიის ეკონომიკის კრიზისს.

სირიის მოსახლეობა, რომელიც სასოწარკვეთილია და მხოლოდ ძირითადი საჭიროებების შეძენას ახერხებს იძულებულია, უფრო მეტი ვალი აიღოს, რადგან მიაჩნია, რომ ეს არის გადარჩენის ერთადერთი საშუალება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend