მთავარიმსოფლიოევროპალიეტუვა ბელარუსის საზღვართან საგანგებო მდგომარეობას ერთი თვით ახანგრძლივებს

ლიეტუვა ბელარუსის საზღვართან საგანგებო მდგომარეობას ერთი თვით ახანგრძლივებს

ლიეტუვის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბელარუსთან, სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ საგანგებო მდგომარეობის კიდევ ერთი თვით გახანგრძლივების შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება.

10 დეკემბრიდან საგანგებო მდგომარეობა გავრცელდება პოლონეთის სახელმწიფო საზღვართანაც. ლიეტუვის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ეს შენგენის ზონაში სასაზღვრო შემოწმების შემოღებას არ ნიშნავს. მინისტრის თქმით, მიგრანტების სახელმწიფო საზღვარზე უკანონო გადაყვანის შემთხვევებთან დაკავშირებით 60 სხვადასხვა გამოძიება მიმდინარეობს.

“ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შენგენის ზონაში სასაზღვრო შემოწმების შემოღებას არ გულისხმობს, საქმე უბრალოდ სახელმწიფო საზღვრის დაცვის გაძლიერებას ეხება, ჩვენი მიზანი მიგრანტთა ნაკადის შემცირებაა”, – აცხადებს ლიეტუვის შინაგან საქმეთა მინისტრი ანე ბილოტაიტე.

ლიეტუვის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ბელარუსში ამ მომენტისათვის 7 ათასიდან 15 ათასამდე მიგრანტია. ანუ ბილოტაიტეს თქმით, სულ მცირე სამი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც მიგრანტების საზღვრის კვეთაში ბელარუსი სამართალდამცველები ეხმარებოდნენ.

ლიეტუვის პარლამენტი ბელარუსთან სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების შესახებ გადაწყვეტილებას კენჭს პარასკევს უყრის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend