მსოფლიო აგრძელებს COVID-19 პანდემიასთან ბრძოლას და ჯანდაცვის სისტემებიც ცდილობენ, გაუმკლავდნენ ახალ ვარიანტსა და ინფიცირების შემთხვევების რაოდენობის ზრდას. სხვა სნეულებებით დაავადებული ადამიანები კი ამბობენ, რომ ამ პირობებში თავს მიტოვებულად გრძნობენ.
კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში რესურსები ხელახლა გადანაწილდა, აივ და შიდსით დაავადებული პაციენტები კი ჩივიან, რომ მათზე ნაკლებად ზრუნავენ.
ჟან ლუი და მისი ცოლი ოდეტა ორივე აივდადებითია.
“ადრე განსაზღვრული კვების რაციონი გვქონდა, ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. სამედიცინო დახმარება, დაფინანსება აივ სფეროში – ეს ყველაფერი აღარ არსებობს”,-ამბობს ჟან ლუი.
UNAIDS-ის ბოლო მოხსენებაში აღნიშნულია, რომ COVID-19-ის პანდემიამ და სხვა შეზღუდვებმა საგრძნობლად შეაფერხა აივ ტესტირება მთელ მსოფლიოში. ბევრ ქვეყანაში ამან გამოიწვია ის, რომ გართულდა აივ-ის დიაგნოსტიკა, სპეციალურ სამსახურებში მიმართვა და აივ მკურნალობის დაწყება.
“მომარაგების თვალსაზრისით, ჩვენ ძირითადად ექსპორტზე ვართ დამოკიდებული. ჩვენ ისევ ვითხოვთ, რომ არ გვქონდეს მიწოდებასთან დაკავშირებული შეფერხება. კოვოდისა და სხვა ვირუსების, მაგალითად, ებოლას გავრცელების გამო დაფინანსება ამოიწურა”,- ამბობს აივ/შიდსის პროგრამის ხელმძღვანელი.
პაციენტებმაც და მომვლელებმაც იციან, რომ საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე ვერასოდეს დასრულდება შიდსის ეპიდემია კონგოში.