მთავარისაქართველოსაქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5050 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5050 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 53 854 კვლევა ტესტით, მათ შორის 37 153 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 701 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 050 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 845 643-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 29 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.38%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.96% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.95%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 214 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 788 201.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 80 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 054 პირი ემსხვერპლა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend