მთავარი საქართველო თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს. პროცესს ესწრება თავად ბრალდებული ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც.

საქმეს კოლეგია განიხილავს სამი მოსამართლის შემადგენლობით.

ადვოკატმა ბექა ბასილაიამ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, ყველა მედიასაშუალებას მიეცეს სასამართლო სხდომაზე დასწრებისა და სხდომის პირდაპირ ეთერში გადაცემის შესაძლებლობა. ამასთან, ადვოკატი შოთა თუთბერიძე სასამართლო სხდომის სოციალურ ქსელ „ფეისბუკზე“ ტრანსლირებას ახორციელებდა, რის შესახებაც მოსამართლისგან გაფრთხილება მიიღო და ტრანსლირებას შეწყვიტა.

სასამართლოს შენობასთან იმყოფებიან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები. ადგილზე გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.

დღევანდელი სასამართლო პროცესი 7 ნოემბრის საქმეს ეხება. 7 ნოემბრის აქციის დარბევის, „ტელეიმედში“ შეჭრისა და მთაწმინდის პარკის ჩამორთმევის საქმეზე უფლებამოსილების გადამეტების ბრალდება წარდგენილი აქვთ მიხეილ სააკაშვილს, დავით კეზერაშვილს, ზურაბ ადეიშვილს, გიგი უგულავასა და ვანო მერაბიშვილს.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend