მთავარიმსოფლიოევროპაპოლონეთისა და ბელარუსის საზღვარზე მიგრანტებთან დაკავშირებული კრიზისი გრძელდება

პოლონეთისა და ბელარუსის საზღვარზე მიგრანტებთან დაკავშირებული კრიზისი გრძელდება

ზამთარი დადგა. ბელარუსი მესაზღვრე თოვლის გუნდებს უკეთებს მიგრანტ ბავშვებს. მათ უმეტესობას აქამდე თოვლი არც უნახავს.

ერთ-ერთი მიგრანტი აჰმედი, რომელიც სირიიდან არის, ამბობს, რომ ის თავის ოჯახთან ერთად თურქეთში დაბლობ ადგილას ცხოვრობდა. მისი თქმით, იქ არასდროს თოვდა.  ახლა კი სწორედ თოვლის გამო საზღვარზე ვეღარ გადადიან.

აჰმედის ცოლი ავადაა, ამიტომ იგი ცდილობს, გარეთ ნაკლები დრო გაატაროს.

აჰმედი ამბობს, რომ გარეთ საკმაოდ ცივა და ბავშვებს საჭმლის რიგში დგომა  ძალიან უჭირთ. თუმცა თუ გარეთ არ გავა ადამიანი, საჭმელსაც ვერ მიიღებს.

აჰმედი თავის ოჯახთან ერთად სახლში ვერ ბრუნდება. ისინი უკვე 9 წელია სირიიდან გამოიქცნენ და თურქეთში არალეგალურად ცხოვრობენ. მათ სხვა მიგრანტებისგან შეიტყვეს, რომ ამ გზით ევროპაში შეძლებდნენ გადასვლას.

როგორც მიგრანტებმა უთხრეს აჰმედს,  ევროპაში შესვლა ადვილი იქნებოდა. აჰმადსაც ეგონა, რომ თუ  საზღვრებამდე მივიდოდნენ, ევროპა კარს გაუხსნიდა და ყველა ნორმალურად მოექცეოდა. იგი ხომ ოჯახთან ერთად იყო. თუმცა მას განსხვავებული ვითარება დახვდა. აჰმედს ეს რომ წინასწარ სცოდნოდა, ნამდვილად არ წამოვიდოდა.

მიგრანტების გაღიზიანებას პოლონელი მესაზღვრეების ქმედებებიც იწვევს.

ერთ-ერთი მიგრანტი რაჯი, რომელიც ერაყიდან არის, ამბობს, რომ პოლონელმა მესაზღვრეებმა წიწაკის ხსნარი გამოიყენეს ბავშვების წინააღმდეგ. მისი თქმით, მსგავსი ფაქტები ერაყშიც კი არ მომხდარა.

საზღვრის ამ მონაკვეთზე ახლა დაახლოებით 1700 ადამიანია. მათი უმეტესობა პოლონეთის საზღვრიდან უკან არაერთხელ გამოაბრუნეს. ზოგიერთმა მიგრანტმა უკმაყოფილება გამოთქვა. ისინი დარწმუნებული არიან, რომ მათ გეოპოლიტიკური თამაშებისთვის იყენებენ. მიგრანტებს მიაჩნიათ, რომ საუკეთესო პასუხი სიმშვიდის შენარჩუნება და მადლიერებაა, რომ ღია ცის ქვეშ მაინც არ სძინავთ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend