მთავარიმსოფლიოაზიაახალი შტამის შიში აზიაში

ახალი შტამის შიში აზიაში

ფილიპინებზე კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელებისათვის ემზადებიან

ფილიპინებზე ვაქცინაციის გაძლიერებული, სამ დღიანი კამპანია დაიწყო. კორონავირუსის ახალი შტამის, ომიკრონის გავრცელების ფონზე კამპანიის მიზანი ქვეყნის მოსახლეობაში არავაქცინირებული 10 მილიონი მოქალაქიდან 9 მილიონის აცრაა.

სახელმწიფოს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, ფრანცისკო დუკუე აცხადებს რომ მისი ქვეყანა ახალი შტამის წინააღმდეგ ბრძოლისათვის მზად არის მაგრამ ყველა ზომა არის მისაღები ამ ახალი შტამის ფილიპინებზე გავრცელების თავიდან აცილებისათვის.

„ჩვენ მთელს ყურადღებას კორონავირუსის ახალ შტამს, ომიკრონის ვარიანტს ვუთმობთ. ამ მიმართულებით სპეციალური ეპიდემიოლოგიური ჯგუფი მივამაგრეთ, ასევე მიმდინარე პროცესებს კარანტინის ბიურო მიადევნებს თვალყურს. ტესტირება აუცილებელია ეგრეთ წოდებულ წითელ სიაში შემავალი სახელმწიფოდან მომავალი ადამიანებისათვის“, – განაცხადა ფილიპინების ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ფრანცისკო დუკუე.

ქვეყანაში შესვლა აეკრძალათ სამხრეთ აფრიკისა და აფრიკული სახელმწიფოს მეზობელი 6 ქვეყნის მოქალაქეებს. ეს შეზღუდვა 15 დეკემბრამდე იმოქმედებს. აიკრძალა ფრენები ჰონგ კონგიდანაც, სადაც ომიკრონის შტამი უკვე გავრცელდა. ფილიპინებზე ახალი შტამი ჯერჯერობით არ დაუფიქსირებიათ.

შემცირდა და ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი 1000 – ზე ქვემოთ ჩამოვიდა, შედეგად სახელმწიფოში წარმოებისა და ტურიზმის სფეროებში შემოღებული შეზღუდვები ნაწილობრივ მოხსნილია.

მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების ფონზე კი ფილიპინებზე ახალი შეზღუდვების დაწესებას არ გამორიცხავენ.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend